ka | en
Company Slogan TODO

ინტერნეტის ნეიტრალიტეტი

ავტორი: გიორგი ბაღდავაძე
თანაავტორები: სანდრო ღვინჯილია
საკვანძო სიტყვები: დეცენტრალიზებული ინტერნეტი, ინტერნეტის ნეიტრალიტეტი, ინტერნეტის/ვების მომავალი, მიუკერძოებელი ინტერნეტი.
ანოტაცია:

დღესდღეობით ინტერნეტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების დიდ ნაწილს წარმოადგენს, მისი მეშვეობით, ყოველდღიურად ვასრულებთ მრავალ პროცესს, რომლებიც სხვადასხვა სერვისების სახით არის წარმოდგენილი და გვეხმარება როგორც პროდუქტიულობის ამაღლებაში ან სხვადასხვა სამუშოს შესრულებაში, ასევე არის განტვირთვის, გართობისა და რელაქსაციის საშუალებაც. განურჩევლად იმისა თუ რომელ სერვისს ვიყენებთ, ინტერნეტ სერვისის პროვაიდერებს ვუხდით ფიქსირებულ თანხას, რომელიც წვდომას გვაძლევს მთელს ინტერნეტზე, თუმცა წარმოიდგინეთ ინტერნეტი, რომელშიც სხვადასხვა სერვისების გამოსაყენებლად მოგვიწევდა დამატებითი საფასურის გადახდა, მოგვიწევდა არა იმ სერვისების გამოყენება, რომლებიც მოგვწონს, არამედ რომელზეც ხელი მიგვიწვდება. ეს რეალობისაგან არც ისე შორია, და შეიძლება ახლო მომავალში ინტერნეტი მხოლოდ ესეთი, არა-ნეიტრალური სახით ვიხილოთ. როგორ მივედით ამ მდგომარეობამდე და როგორ ავიცილოთ თავიდან მომავალი გაუარესება, აღწერილია რეფერატში.


მიმაგრებული ფაილები:

რეფერატი [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com