ავტორიზაცია
სამომხმარებლო ინტერფეისის ვიზუალური მხარის შემუშავება საინფორმაციო სისტემისათვის სასწავლო პროცესის მართვის სისტემის მაგალითზე
ავტორი: ჯაბა ლაბაძეთანაავტორები: ელა გრეგორიანი,მარიამ წოწკოლაური,გიორგი ბაწაშვილი,ჯაბა ლაბაძე,ზაზა კიკნაძე.
საკვანძო სიტყვები: ვებ-პროგრამირება - არის პროგრამირების სექცია, რომელიც ორიენტირებულია ვებ პროგრამების განვითარებაზე (პროგრამები, რომლებიც მხარს უჭერენ მსოფლიო დონის ვებ-გვერდების დინამიური ვებ-გვერდებს) HTML - ჰიპერტექსტური აღწერ, რომელიც განკუთვნილია ვებ-გვერდების და საიტების შესაქმნელად CSS- (/ siːɛsɛs / ინგლისური კასკადური სტი, რომელიც აღწერს დოკუმენტს მარკირებული ენის გამოყენებით. ჯავასკრიპტი — ვებ-პროგრამირების ერთ-ერთი ფართ
ანოტაცია:
დღევანდელ დღეს, ვებ-ინტერფეისი საკმაოდ მოთხოვნადი გახდა, რადგან არც ერთი თანამედროვე საიტი არ არის შექმნილი დიზაინის გარეშე. ჩვენს პროექტში წარმოდგენილია ვებ-ინტერფეისის საკითხები, რომლებიც ვებ-გვერდის შექმნის დროს ყველა ვებ-დეველოპერს შეხვდება. ვებ-გრაფიკის განხორციელებისას ჩვენს წინაშე წარმოდგება უამრავი , სხვადასხვა სახის და სირთულის პრობლემა. ამ პრობლემების თავიდან ასაცილებლად, პირველ რიგში, უნდა შევადგინოთ გეგმა, რომლის მიხედვითაც შემდგომ განვახორციელებთ ჩვენს პროექტს. პროექტის დასაწყისში შევეცდებით მოკლედ აღვწეროთ, თუ რა არის ვებ-ინტერფეისი, როგორი პრობლემები წარმოიქმნება მისი შექმნის დროს, რა ინსტრუმენტები გამოიყენება, ზოგადად საიტების რა ტიპები არსებობს, სტილები და ა.შ. როგორც ჩვენთვის ცნობილია, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ვებ-გვერდის შექმნა შესაძლებელია უამრავი მეთოდით. ქვემოთ აღვწერთ თითოეულ მეთოდს და ასევე უმრავლესობის გადმოსახედიდან გაგაცნობთ ოპტიმალურ ვარიანტებს. შევეცდებით მოკლედ და გასაგებად აღვწეროთ ყველაფერი კონკრეტულ მაგალითზე. პირველი რიგში, განვიხილოთ თუ რა არის ვებ-გრაფიკა და რა ინსტრუმენტებით შესაძლებელია მისი შექმნა? გრაფიკის ოპტიმიზაცია და ასევე შექმნა არის ერთ-ერთი რთული ამოცანა. რა თქმა უნდა, შესაძლებელია ვებ-გვერდის შექმნა გრაფიკის გამოყენების გარეშე - მაგალითად, შრიფტების, სკრიპტების და სტილების ცხრილის(CSS) დახმარებით - ეს ყველაფერი იქნება ლამაზი და გემოვნებიანი. მაგრამ დოკუმენტის საბოლოო ვიზუალი დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, ისეთი როგორებიცაა: ბრაუზერის ფანჯრის სიგანე, ბრაუზერის გათვალისწინებული პარამეტრები, შრიფტის ნაგულისხმევი ზომა, მისი სახელი და ფერი. ამასთანავე, ყველა ბრაუზერს არ აქვს ყველა სკრიპტის და სტილის მხარდაჭერა. ხოლო თუ თქვენ გამოიყენებთ გრაფიკას, მომხმარებელი ერთი-ერთში ნახავს იმ დიზაინს, რომელსაც ხედავთ თქვენ. ვებ-გრაფიკის ძირითადი სირთულე მდგომარეობს იმაში რომ, ინტერნეტის არხების გამტარიანობა უმეტესწილად დაბალია და ჩვენს წინაში უამრავი პრობლემა დგება - როგორ შევქმნათ მცირე მოცულობის გრაფიკული ფაილი, მაგრამ, ამავდროულად, კარგი ხარისხით, რომელი პროგრამების და ქმედებების განხორცილება იქნება საჭირო მისი ოპტიმიზაციისთვის. სწორად ამას ეკუთვნის ვექტორების და რასტრული გრაფიკის რედაქტორების თავი, რომელიც არის გამოსახულების რედაქტირების უძლიერესი ინსტრუმენტი, რა თქმა უნდა მცოდნე ადამიანის ხელში. ჩვენს პროექტში გამოვიყენებ ძირითადად Adobe Photoshop-ს. მაქსიმალურად შევეცდები აღვწერო თუ როგორ ხდება ზოგადად Adobe Photoshop-ის გამოყენებით ვებ-დიზაინის განხორციელება, ასევე რა ფაქტორების გათვალსწინება არის საჭირო(როგორი გვერდებისთვის რა სტილი გამოიყენება, შრიფტი, ფერი და ა.შ.). ვებ-დიზაინის შექმნის დროს, გასათვალისწინებელია უამრავი ფაქტორი, როგორც ზემოთ აღვნიშნე თითოეულ ფაქტორს აქვს უმნიშვნელოვანესი როლი, დიზაინის შექმნისას. მაგალითად, როდესაც ვქმნით ისეთ საიტს, როგორიცაა sms.tsu.ge, უნდა ვიცოდეთ თუ როგორ ვმუშაობთ მსგავს საიტებთან. პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ თუ რომელ ტიპს ეკუთვნის ესა თუ ის საიტი, საინფორმაციოს თუ სერვის საიტს. ჩვენს შემთხვევაში, გვაქვს სერვის საიტი და მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ დიზაინში შევიტანოთ მინიმალური ელემენტები, თუნდაც ანიმაციის, ვიდეოს და ა.შ. სახით, იმისათვის რომ საიტი არ იყოს გადატვირთული, როგორც პროგრამული კუთხით, ასევე ვიზუალურადაც. რაც უფრო მეტ ელემენტს შეიცავს საიტი, მით უფრო მეტი სივრცხე სჭირდება მას და ჩატვირთვისას შესაძლებელია უფრო მეტი დრო დაიხარჯოს, ვიდრე სტანდარტული საიტის შემთხვევაში.