ავტორიზაცია
მდ. ძირულის ხეობის ტურისტული ობიექტების გეოგრაფიული კვლევა (საჩხერის მუნიციპალიტეტის ფარგლებში)
ავტორი: მარიამი ჯაფოშვილისაკვანძო სიტყვები: რელიეფი, ძირულა, გეოდინამიური პროცესები
ანოტაცია:
მდინარე ძირულის ხეობაში (საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე) არის ტურისტული ობიექტები, რომლებიც საფუძველს ქმნის იმისათვის, რომ აქ სათავგადასავლო, კულტურულ-შემეცნებითი და ექსტრემალური ტურიზმის განვითარება საკმაოდ ინტენსიურად წარიმართოს. სტუდენტური პროექტის ,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ტურისტული ობიექტების გეოგრაფიული კვლევის“ ფარგლებში მოხდა ხეობაში არსებული ტურისტული ობიექტების მოძიება და მოხდა კომპლექსური კვლევა. კვლევის შედეგად გაანალიზდა შემდეგი ასპექტები: ინტერესი ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მიმართ: რა შემოსავალი შეიძლება მიიღოს ბუნების ძეგლების გარშემო მცხოვრებმა მუნიციპლიტეტის მოსახლეობამ. ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ცნობადობა ადგილობივ მოსახლეობაში: დამოკიდებულება და ქმედება. მდინარე ძირულას ხეობას აქვს დიდი ტურისტული პოტენციალი მრავალფეროვანი და წარმტაცი ბუნებრივი პირობები, რომელიც სრულად ჯერ არ არის ათვისებული. აქ არსებულ სოფლებში მნიშვნელოვან ობიექტებს ბუნების ძეგლის სტატუსიც კი არ გააჩნია, მაგრამ თუ მოხდებოდა ტურისტულ მარშრუტებში მათი შეტანა მნიშვნელოვნად გაზრდის ამ აუზის ტურისტული მეურნეობის პოტენციალს და მიმზიდველს გახდის ადგილობრივი თუ უცხოელი ვიზიტორებისათვის. მდ. ძირულის სოფლების ყველაზე დიდ პრობლემას მიგრაციული პროცესები და სოფლების დაცარიელება წარმოადგენს, ამიტომ საჭიროა ტურისტული მიმართულებით სოფლების განვითარება, რადგან გაჩნდეს სოფლის მოსახლეობისთვის დამატებითი შემოსავლის წყარო. ამისთვის მათ გააჩნიათ მნიშვნელოვანი რესურსი, მრავლადაა უძველესი ნასახლარები, რომლებიც გეოდინამიკური პროცესების შედეგად დაინგრა, ასევე მრავალი საუკუნისწინანდელი ტაძრები და ულამაზესი პანორამული ხედები. მდინარე ძირულას ხეობაში შესაძლებელია სამეცნიერო ტურიზმის განვითარებაც.
მიმაგრებული ფაილები:
Mariam Jafoshvili - Anotation _Eng [en]მდ. ძირულის ხეობის ტურისტული ობიექტების გეოგრაფიული კვლევა (საჩხერის მუნიციპალიტეტის ფარგლებში) [ka]