ka | en
Company Slogan TODO

კვანტური შეჭიდულობა

ავტორი: თამარ ზაქარეიშვილი
ანოტაცია:

კვანტური შეჭიდულობა არის ფიზიკის ფენომენი, რომელიც მაშინ ხორციელდება როდესაც ნაწილაკების წყვილი ან ჯფუფი წარმოიქმნება ისეთი გზით, რომლის დროსაც ნაწილაკი შეუძლებელია აღიწეროს სხვა ნაწილაკისგან (ნაწილაკებისგან) დამოუკიდებლად, მიუხედავად იმისა რა მანძილით არიან ისინი დაშორებულები, კვანტური მდგომარეობა უნდა აღიწეროს სისტემისათვის, როგორც ერთი მთლიანისათვის. შეჭიდული ნაწილაკების ფიზიკური თვისებების გაზომვის შედეგები კორელირებულია, ისეთების როგორიცაა, მდებარეობა, იმპულსი, სპინი, პოლარიზაცია. ეს ფენომენი იყო ალბერტ აინშტაინის, ბორის პოდოლსკის და ნათან როზენის 1935 წელს გამოქვეყნებული სტატიის საგანი, რომელშიც აღწერილი იყო ე.წ. EPR (Einstein-Podolsky-Rosen) პარადოქსი. აინშტაინი და სხვები მიიჩნევდნენ რომ ასეთი ქცევა (კვანტური შეჭიდულობა) შეუძლებელი იყო, რადგან იგი არღვევდა ლოკალური რეალიზმის ხედვას (აინშტაინი მას ხშირად ეძახდა "spooky action at a distance"-ს) და ამბობდა რომ კვანტური მექანიკის მიღებული ფორმულირება არასრულფასოვანი უნდა ყოფილიყო. EPR-ის პარადოქსის ავტორები თვლიდნენ, რომ შეჭიდულ ნაწილაკებში ინფორმაცია ჩადებული იყო ყველა შესაძლო გაზომვის შედეგზე „ფარული ცვლადების“ მეშვეობით. ახსნა, რომლის თანახმადაც ინფორმაცია ვრცელდება ნაწილაკებს შორის კონფლიქტში მოდის ფარდობითობის თეორიასთან და ირღვევა ლოკალური რეალიზმი. აქდან გამომდინარე მათ დაასკვნეს რომ კვანტური მექანიკა იყო არასრულყოფილი, რადგან არ მოიცავდა „ფარულ ცვლადებს“. ბელის თეორემა ამბობს რომ ნებისმიერი ფიზიკის თეორია, რომელიც მოიცავს ლოკალურ რეალიზმს, ვერ შეძლებს ყველა კვანტური წინასწარმეტყველების წარმოებას. რადგან ბევრი ექსპერიმენტი ეთანადება კვანტური მექანიკის თეორიის წინასწარმეტყველებებს და უფრო ძლიერად კორელირებული შედეგები აქვთ ამ თეორიასთან, ვიდრე ფარული ცვლადების თეორიასთან, ამიტომ ბევრი ამ შედეგებს იყენებს ლოკალური რეალიზმის კონცეფციის უარსაყოფად. დღემდე ყველა ბელის ტესტური ექსპერიმენტი, შედეგებზე დაყრდნობით, უარყოფს ლოკალური ფარული ცვლადების ჰიპოთეზას.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com