ka | en
Company Slogan TODO

ნიადაგში გრიგალური დენების განაწილების შესწავლა

ავტორი: გიორგი პოპოვი
საკვანძო სიტყვები: გრიგალური დენები, ნიადაგი, მოდელირება
ანოტაცია:

ნაშრომში განხილულია მაღალსიხშირული (≥100 კჰც) ელექტრომაგნიტური დასხივებით გამოწვეული ელექტრომაგნიტური ველების და გრიგალური დენების ნიადაგში განაწილების მოდელირების შედეგები. მიღებული შედეგები გამოყენებული იქნება ახალი ტიპის დეტექტორული სისტემების შესაქმნელად, კერძოდ კი ნიადაგში არსებული ღრუ არეების დეტექტირებისთვის, სადაც პოტენციურად შეიძლება იყოს განთავსებული არამეტალური ნაღმები ან იმპროვიზირებული ასაფეთქებელი მოწყობილობები. ნაშრომის ფარგლებში შეძენილი ცოდნა და გამოცდილება იქნება სასარგებლო მსგავსი ამოცანების გადასაჭრელად გეოფიზიკაში. შედეგებს დიდი საერთაშორისო მნიშვნელობა აქვს რეგიონალური კონფლიქტების და საომარი მოქმედებების შედეგად დანაღმული ტერიტორიების გასაწმენდად. არსებული ნაშრომის მომდევნო ეტაპები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს განაღმვითი ტექნოლოგიების განვითარებაში. ნაშრომი შედგება შესავლისგან, და ოთხი თავისგან: ამოცანა, მეთოდები, მოდელირება და შედეგები და დასკვნა. თითო თავი დაყოფილია ქვეთავებად. ნაშრომის შესავალში აღწერილია პრობლემის თანამედროვე მდგომარეობა და მისი აქტუალურობა, მოყვანილია არსებული სისტემები და მეთოდები. პირველ თავში ჩამოყალიბებულია ამოცანა და აღწერილია დასახული მიზნები. მეორე თავში მოყვანილია გამოყენებული მეთოდები. მესამე თავში აღწერილია შესრულებული სამუშაო და მოდელირებისთვის შექმნილი პროგრამული პაკეტი, ხოლო მეოთხე თავში კი გამოტანილია დასკვნა. მიღებული შედეგები და პროგრამული კოდები მოყვანილია დანართში.


მიმაგრებული ფაილები:

George Popov - Master's Thesis [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com