ავტორიზაცია
ანონიმურობის უზრუნველყოფა Tor-ის გამოყენებით და დეანონიმიზაციის რისკები
ავტორი: არჩილ კალანდაძესაკვანძო სიტყვები: ანონიმურობა, კრიპტოგრაფიული ქსელები
ანოტაცია:
კრიპტოგრაფიულად დაშიფრული ქსელების მიზანია შექმნან კომუნიკაციის ისეთი გზები ინტერნეტში, სადაც შეტყობინების გაგზავნისას შეუძლებელი იქნება მისი დაკავშირება გამგზავნთან. აპლიკაცია Tor- იყენებს ე.წ „Onion Routing” -ს შეტყობინებების დასაშიფრად. ამ მეთოდის სახელი განპირობებულია შეტყობინების რამდნენიმე დონით დაშიფვრის გამო გამგზავნიდან ადრესატამდე. კომპიუტერი, რომელიც ამყარებს კავშირს და ქმნის გზას, შეტყობინებას შიფრავს რამდენიმე ფენით , რომლებიც სათითაოდ სცილდება Onion მარშუტიზატორების დახმარებით. Tor-ის მიზანია დარჩეს დაბალი მოლოდინის(Latency) დროით გამორჩეულ ანონუმურობის სერვისად. Tor- ის პირველი ვერსია შეიქმნა 1996 წელს, ხოლო ბოლო მესამე თაობის მოდელი ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია და 2006 წელს გამოვიდა. ნაშრომში განვიხილავთ Onion Routing-ს : თუ რითი განსხვავდება სხვადასხვა თაობის Tor - ის აპლიკაცია , რა სახის შეტევების არსებობს მის წინააღმდეგ და როგორია მათგან თავდაცვის გზები. განვიხილავთ თეორიულ შეტევებს, რომლებითაც შესაძლებელია ანონიმურობის დარღვევა და დავყოფთ მათ კატეგორიებად. ასევე, პრაქტიკულად შევამოწმებთ Tor აპლიკაციის ეფექტურობას რამდენიმე Web-ზე დაფუძნებული ტესტის საშუალებით. ვებ აპლიკაცია შეამოწმებს Tor იმპლემენტაციის იმ ცვლადების ქცევებს, რომლებიც პოტენციურად სუსტები არიან დეანონიმიზაციის კუთხით. ტესტის შედეგები, გამოდგება ერთგვარ სახელმძღვანელოდ მომხმარებლებისთვის და დაეხმარება მათ დარჩნენ მაქსიმალურად ანონიმურები ინტერნეტით სარგებლობისას.
მიმაგრებული ფაილები:
სამაგისტრო ნაშრომი [ka]