ka | en
Company Slogan TODO

ელექტრონის/პროტონის უმარტივესი ოპტიკური გადასვლები

ავტორი: ლაშა ლალიაშვილი
საკვანძო სიტყვები: ელექტრონი, პროტონი
ანოტაცია:

პირველი თეორიული წარმოდგენები არარეგულარულ კონდენსირებულ გარემოში (წყალხსნარებში, ბლანტ და ზებლანტ სითხეებში, ბიომოლეკულურ სისტემებში და სხვა) ელექტრონის და/ან პროტონის უმარტივესი ოპტიკური გადასვლების მექანიზმების შესახებ შემოთავაზებული იყო ჰაშის, დოღონაძის, მარკუსის, და სხვა მეცნიერების მიერ დაახლოებით 50 წლის წინ. ამ მოვლენებს წინ უსწრებდა ანალოგიური თერმული (აქტივაციური) პროცესების თეორიის განვითარება და მისი ექსპერიმენტული ტესტირების პირველი წარმატებული მცდელობები. თეოროულმა ანალიზმა აჩვენა რომ, პრინციპში, ყოველ ელემენტარულ თერმულ (აქტივაციურ) პროცესს უნდა შეესაბამებოდეს მისი შესატყვისი ოპტიკური გადასვლის პროცესი. მაგრამ ანალოგია არ არის სრული, რადგან ოპტიკური პროცესების სომრავლე ბევრად აღამატება თერმული პროცესების სიმრავლეს. პირველნი მოიცავენ როგორც შედასფერულ, ისე გარესფერულ ელექტრონულ-ორბიტალურ გადასვლებს, მაშინ როდესაც, თერმული პროცესები, როგორც წესი, მოიცავენ მხოლოდ გარესფერულ ორბიტალურ გადასვლებს (თუმცა არსებობენ შუალედური ტიპის სისტემებიც). ყველაზე მკაცრი კრიტერიუმი მდგომარეობს იმაში, რომ თერმული პროცესის განხორციელება მოითხოვს საწყისი და საბოლოო მდგომარეობების ენერგეტიკული თერმების უშუალო გადაკვეთას, ხოლო ოპტიკური პროცესისთვის ეს მოთხოვნა აუცილებელი არ არის. აქედან გამომდინარე, შიდაორბიტალურ ოპტიკურ გადასვლებს თერმული ანალოგები არ გააჩნიათ. ე.წ. განზოგადებული მალიკენ-ჰაში-ნიუტონის თეორიული მოდელი განიხილავს ნებისმიერი ტიპის ოპტიკური გადასვლების მექანიზმებს. რაც შეეხება მუხტის ოპტიკური გადასვლების თეორიის ექსპერიმენტულ დადასტურებას, შიდაორბიტალური გადასვლებისგან (რომელთა ნათელ მაგალითს წარმოადგენს ნებისმიერი „შეფერილი“, მაგრამ რექციულად „მედეგი“ მოლეკულათა ანსამბლი) განსხვავებით, გარეორბიტალური ოპტიკური გადასვლების გამოვლენა და დამზერა ექსპერიმენტულად საკმაოდ რთული ამოცანა აღმოჩნდა. დოქტორანტურის სასწავლო კომპონენტის გარგლებში შესრულებულ მოცემულ ნაშრომში წარმოდგენილია სწორედ იმ მცირერიცხოვანი ექსპერიმენტული კვლევების შედეგები, რომლებშიც მოხერხდა უმარტივეს სისტემებში ელექტრონის ან პროტონის ოპტიკური გადასვლების (ფაქტობრივად, მიმოცვლის) რეალურად დამზერა და მათთვის შესაბამისი ფიზიკური მექანიზმების გაანალიზება.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com