ka | en
Company Slogan TODO

ოქსიგენ-კალკულატორის აგება

ავტორი: ალექსანდრე ჩილინგარაშვილი
ანოტაცია:

დღესდღეობით უკიდურესად აქტუალური გახდა ეკოლოგიური პრობლემები, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში ავტომანქანების ძალიან დიდი ოდენობით და მწვანე საფარის მუდმივი შემცირებით. ასეთი ქალაქის მაგალითია თბილისი. ეს ყველაფერი სხვა პრობლემებთან ერთად ასეთ ადგილებში განაპირობებს ჟანგბადის მნიშვნელოვან შემცირებას, ადამიანის ნორმალური არსებობისათვის აუცილებელი ნორმის ქვევით, რაც ბევრ ქრონიკულ დაავადებას იწვევს, განსაკუთრებით ბავშვებში. ამის გამო ბევრ ქვეყანაში შექმნილია ე.წ. ოქსიგენ–კალკულატორები, რომელთა დახმარებით შესაძლებელია კონკრეტული შენობისათვის (ადგილისათვის) მისი პარამეტრებიდან გამომდინარე დათვლა რამდენი და რა ჯიშის ხეები უნდა იყოს ამ შენობის გარშემო, უახლოესი შენობა რა დაშორებით უნდა მდებარეობდეს, რამდენ სართულიანი და ა.შ., რათა ამ შენობაში მცხოვრები ადამიანებისათვის შესაძლებელი იყოს ჰაერში ჟანგბადის ნორმალური სიცოცხლისათვის საჭირო დონის მუდმივი რეგენერაცია. ამოცანა მდგომარეობს ასეთი კალკულატორის აგებაში პროგრამული სისტემის სახით, რომელიც საჭირო მონაცემების შეყვანის შემდეგ ზემოთ ჩამოთვლილ კითხვებზე გასცემს პასუხს.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com