ka | en
Company Slogan TODO

ამონახსნის უწყვეტობა საწყისი მონაცემების მიმართ ერთი კლასის სამართი ფუნქციონალურ-დიფერენციალური განტოლებისათვის თავმოყრილი დაგვიანებით თანაბრად მართვის ფუნქციების მიმართ

ავტორი: მარიამ ხეჩიკაშვილი
საკვანძო სიტყვები: ფუნქციონალურ-დიფერენციალური განტოლება, თავმოყრილი დაგვიანება.
ანოტაცია:

სამართი არაწრფივი ფუნქციონალურ-დიფერენციალური განტოლებისათვის, თავმოყრილი დაგვიანებით ფაზურ კოორდინატებში, დამტკიცებულია თეორემა ამონახსნის საწყის მონაცემებზე უწყვეტად დამოკიდებულების შესახებ თანაბრად მართვის ფუნქციების მიმართ. საწყისი მონაცემების ქვეშ იგულისხმება საწყისი მომენტის, დაგვიანების პარამეტრის, საწყისი ფუნქციისა და საწყისი ვექტორის ერთობლიობა. გარდა ამისა, გამოკვლეულია ოპტიმალური ამოცანის ამონახსნის (ოპტიმალური მართვის) არსებობის სენსიტიურობის საკითხი საწყისი მონაცემების შეშფოთებების მიმართ. სახელდობრ, დამტკიცებულია რომ თუ საწყის ოპტიმალურ ამოცანას აქვს ამონახსნი, მაშინ ამონახსნი ექნება შეშფოთებულ ამოცანასაც.


მიმაგრებული ფაილები:

ამონახსნის უწყვეტობა საწყისი მონაცემების მიმართ ერთი კლასის სამართი ფუნქციონალურ-დიფერენციალური განტოლებისათვის თავმოყრილი დაგვიანებით თანაბრად მართვის ფუნქციების მიმართ [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com