ავტორიზაცია
ანდროიდ აპლიკაცია ალგორითმების საფუძვლების შესწავლისთვის
ავტორი: სოსო ტუხაშვილითანაავტორები: გიორგი გოგინაშვილი , ვახტანგ კვარაცხელია
საკვანძო სიტყვები: სასწავლო პროცესი, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ალგორითმები
ანოტაცია:
თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიები, როგორც მეცნიერულ კვლევათა პროდუქტი, არსებითად განსაზღვრავს განათლების მომავალს. ამით საფუძველი ეყრება სამყაროს განვითარებისა და მასთან ადამიანის ადაპტაციის ნორმალურ პირობებს. საინფორმაციო და კომუნიკაციური ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად ხდება მისი აქტიური ჩართვა სასწავლო პროცესში.საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა მკვეთრად აჩქარებს სწავლების პროცესს და ამაღლებს მის ხარისხს, ახდენს სასწავლო დროის ეკონომიას, ხელს უწყობს მოსწავლის მოტივაციის ამაღლებას, იგი საშუალებას იძლევა, რომ სასწავლო პროცესი დროშიც და სივრცეშიც გასცდეს საკლასო ოთახის ფარგლებს და გახდეს მაქსიმალურად ღია. საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებასთან ერთად , აუცილებელია მათი მუშაობის პრინციპების სწავლებაც. საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, შევეცდებთ, რომ წინამდებარე ნაშრომში ჯერ ზოგადად მიმოვიხილოთ ინფორმაციული ტექნოლოგიების სწავლება სკოლებში, შემდეგ კი, ყურადღება გავამახვილოთ კონკრეტულად ალგორითმების სწავლებაზე.
მიმაგრებული ფაილები:
ინფორმაციული ტექნოლოგიები და სასწავლო როცესი [ka]