ka | en
Company Slogan TODO

ორექსინის ეფექტების შესწავლა ჰიპოკამპის CA1/CA3 ველებში ნეირონულ აქტივობაზე საკონტროლო და კაინის მჟავას - ეპილეფსიის ცხოველურ მოდელში

ავტორი: ანა კაკაბაძე
საკვანძო სიტყვები: ეპილეფსია, ორექსინი, ჰიპოკამპი, ელექტროფიზიოლოგია
ანოტაცია:

ეპილეფსია ცნს-ის ქრონიკული დაავადებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია სპონტანური განმეორებადი კრუნჩხვები. ეპილეფსია ზრდის ძილის პათოლოგიების გამოწვევის რისკს, რასაც შეუძლია გამოიწვიოს კრუნჩხვების სიხშირის გაზრდა და ცხოვრების ხარისხის შემდგომი გაუარესება კოგნიტური პროცესების დაქვეითებისა და ფსიქოლოგიური დარღვევების განვითარების გამო. კარგადაა ცნობილი ორექსინერგული სისტემის როლი ფიზიოლოგიურ პროცესებში, ნაჩვენებია მისი მონაწილეობა ნარკოლეფსიისა და კვებითი დარღვევების პათოფიზიოლოგიაში, თუმცა აზრთა სხვადასხვაობაა მისი როლის შესახებ ეპილეფტოგენეზში. ორექსინერგული ნეირონები დაკავშირებულია კრუნჩხვების-გენერატორ ჰიპოკამპის ნეირონულ წრეებთან. ჰიპოკამპთან დაკავშირებულ ფუნქციებში ორექსინერგული სისტემის როლის შეფასების მიზნით, საკონტროლო და კმ-ეს-ით მოდელში შევისწავლეთ ორექსინის ეფექტები CA1/CA3 ველებში ნეირონულ აქტივობაზე. In vivo ექსპერიმენტებში ლაბორატორიულ ვირთაგვებში (120-150გრ) ორექსინის ეფექტებს ვაფასებდით ჰიპოკამში ფონურ აქტივობასა და ბიპოლარული ინტრაჰიპოკამპური სტიმულაციით გამოწვეულ ველის პოტენციალებზე. კაინის მჟავას ეპილეფსიური სტატუსის (კმ-ეს) მისაღებად ვირთაგვებში ხდებოდა კაინის მჟავას (15მგ/კგ) ინტრაპერიტონული ინექცია. მეტალის სამპოლარული ელექტროდები ინერგებოდა სტერეოტაქსულად პაქსინოზისა და ვატსონის ატლასის მიხედვით კოორდინატები: CA1:AP3.8mm, L2.8mm, H2.8mm. CA3:AP3.8mm, L4.1mm, H3.7mm. ორექსინის ინტრავენტრიკულური ინექცია ხორციელდებოდა ქემიტროდით. ჰიპოკამპის ნეირონული აქტივობის რეგისტრაცია და ანალიზი მიმდინარეობდა პროგრამა Chart5-ით, ხოლო სტატისტიკური დამუშავება PRIZMA-ით. ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ორექსინი-A საკონტროლო ცხოველებში იწვევს ფონური აქტივობის სიხშირის ზრდას და ამცირებს პასუხების ამპლიტუდას და ხანგრძლივობას CA1 ველში, სტატისტიკურად სარწმუნო ცვლილებები არ აღინიშნა CA3. CA1 ველში ორექსინი-A ორექსინ-1 რეცეპტორების აქტივაციის გზით (ორექსინ-ბ არ იყო ეფექტური), ზრდის ინტრაჰიპოკამპური ელექტრული სტიმულაციით გამოწვეული პასუხების ამპლიტუდას და არ იწვევს წყვილადი გაადვილების პოტენცირებას. კმ-ეს-ით გამოწვეული ცვლილებები CA1/CA3 ველებში განსხვავებული ხასიათის იყო და ეპილეფტოგენეზით გამოწვეული ცვლილებები ცვლიდა ორექსინის ეფექტებს. განიხილება შესაძლო მექანიზმები.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com