ka | en
Company Slogan TODO

TeV-სკალის მქონე გრავიტაციის სიგნატურების ძიება ATLAS ექსპერიმენტზე

ავტორი: არჩილ დურგლიშვილი
ანოტაცია:

ახალი ფიზიკის ძიება, რაც დაკავშირებულია ტევ-სკალის მქონე გრავიტაციასთან, განხორციელდა დიდი ადრონული კოლაიდერის ATLAS დეტექტორში 2015 წელს √s= 13 ტევ ენერგიაზე პროტონ-პროტონული დაჯახებების შედეგად დაგროვებული 3.2 ფბ-1 ინტეგრალური ნათების შესაბამისი მონაცემების გამოყენებით. ძიებაში განხილულია შემთხვევები, რომლის საბოლოო მდგომარეობა შედგება სულ მცირე სამი დიდი განივი იმპულსის მქონე ობიექტით, რომლეთაგან ერთი მაინც არის დამუხტული ლეპტონი (ელექტრონი ან მიუონი), დანარჩენი კი შეიძლება იყოს ლეპტონი ან ადრონული ჭავლი. ლეპტონების და ჭავლების განივი იმპულსების სკალარული ჯამის განაწილების ზედა ბოლო მგრძნობიარეა დიდი მასის ობიექტების წარმონქმნისადმი. სტანდარტული მოდელის წინასწარმეტყველებიდან გადახრა არ იქნა დამზერილი. დადებული იქნა გამომრიცხავი ზღვრები ორიდან ექვსამდე დამატებითი განზომილებების შემცველი ტევ-სკალის მქონე გრავიტაციის მოდელებზე, რომლებიც წინასწარმეტყველებენ მიკროსკოპიული შავი ხვრელების არსებობას.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com