ავტორიზაცია
წყალი, კარგად ცნობილი ამოუცნობი ნივთიერება
ავტორი: ნინო გიორგაძესაკვანძო სიტყვები: წყალი, სტრუქტურა, სიმკვრივე, ყინული
ანოტაცია:
წყალი წარმოადგენს ყველაზე გავრცელებულ, უნიკალურ, მარტივ და ამავე დროს, ყველაზე რთულ და იდუმალ ნივთიერებას დედამიწაზე. წყალთან დაკავშირებით არსებობს მრავალრიცხოვანი სამეცნიერო ნაშრომები, მაგრამ მიუხედავად ამისა, ითვლება, რომ იგი ბოლომდე შესწავლილი არ არის. დედამიწაზე არსებულ ყველა ნივთიერებას შორის, წყალი თავისი ფიზიკური, ქიმიური და კვანტურ-მექანიკური თვისებებით, იკავებს განსაკუთრებულ მდგომარეობას ბუნებაში და უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ორგანული სიცოცხლის არსებობაში.წყალი ძლიერ ნაცნობია ჩვენთვის, რადგან ის შეადგენს ადამიანის სხეულის ორ მესამედს და ფარავს დედამიწის ზედაპირის სამ მეოთხედ ნაწილს, ამავდროულად ის უკიდურესად ამოუცნობია. მისი ზოგიერთი თვისება ჯერ კიდევ ამოუხსნელია. წყლის წარმოშობა, რომელიც ფარავს ჩვენი დედამიწის თითქმის 70 პროცენტს კვლავ ამოუცნობია მეცნიერთათვის.