ka | en
Company Slogan TODO

კლიმატის ცვლილების გავლენა შავი ზღვის დონეზე

ავტორი: გიორგი ხომასურიძე
საკვანძო სიტყვები: კლიმატის ცვლილება, ზღვის დონე, შავი ზღვა
ანოტაცია:

კლიმატის გლობალური ცვლილების გავლენა შავი ზღვის დონეზე განუსაზღვრელად დიდია. ზღვის სანაპირო ზოლი ამჟღავნებს განსაკუთრებულ მგრძნობელობას კლიმატის ცვლილების მიმართ, სადაც აღინიშნება ზღვის დონის აწევა (2-3 მმ/წელი), შტორმების სეზონურობისა და ინტენსივობის ცვლილება, პლაჟების ინტენსიური წარეცხვა და ზღვის.ზედაპირული.წყლის.ტემპერატურული.რეჟიმის.შეცვლა. კვლევისთვის გამოყენებულია მეტეოროლოგიურ მონაცემთა სტატისტიკური, კლიმატური და გრაფიკული ანალიზი შავი ზღვის სანაპირო ზოლისთვის (ბათუმი, ფოთი, სუფსა). მეტეოსადგურების დაკვირვების მონაცემების მიხედვით შეფასებული და გაანალიზებულია ჰაერის ტემპერატურის, ნალექების ჯამების, და შტორმიანი დღეების რაოდენობის.ცვლილებები. წრფივი (60 წლიანი პერიოდის მიხედვით) აპროქსიმაციის ტრენდით ბათუმის საშუალო ტემპერატურამ მოიმატა 0.5°C/60წ-ით, ზღვის დონემ მოიმატა 235 მმ/60წ, ფოთის საშუალო ტემპერატურამ მოიმატა 0.7°C/60წ-ით, ზღვის დონემ მოიმატა 1375მმ/60წ, წრფივი (50 წლიანი პერიოდის მიხედვით) აპროქსიმაციის ტრენდით ბათუმის ნალექების ჯამებმა შემცირდა 100მმ/50წ-ით, ფოთის ნალექების ჯამებმა მოიმატა 450 მმ/50წ-ით. წრფივი (30 წლიანი პერიოდის მიხედვით) სუფსის შტორმული დღეების საშუალო რაოდენობამ მოიმატა 150 დღე/30წ-ით. კვლევის შედეგების გამოყენება შესაძლებელია კლიმატის ცვლილების მიმართ მოწყვლადობის შესაფასებლად და შესაბამისი ღონისძიებების შესამუშავებლად, რომელიც უზრუნველყოფს შავი ზღვისპირა რეგიონის მაქსიმალურ დაცვას კლიმატის ცვლილების უარყოფითი ზეგავლენისაგან.


მიმაგრებული ფაილები:

კლიმატის ცვლილების გავლენა შავი ზღვის დონეზე [ka]
Effects of Climate Change on Black Sea Level [en]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com