ka | en
Company Slogan TODO

ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიის (ქლლ) დროს CD180 თოლლ მსგავსი რეცეპტორის ექსპრესიის და ქრომოსომული აბერაციების კორელაციის პროგნოსტიკული მნიშვნელობა

ავტორი: ნათია დავითაშვილი
საკვანძო სიტყვები: ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია (ქლლ);პროგნოზული მარკერები;თოლლ-მსგავსი რეცეპტორები (თმრ);FISH-მეთოდი
ანოტაცია:

ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია (ქლლ) ხასიათდება CD20+/CD5+/CD23+ ფენოტიპის მქონე უჯრედების კლონური ექსპანსიით და აკუმულირებით პერიფერიულ ლიმფურ ორგანოებს, ქსოვილებსა და ძვლის ტვინში. ქლლ-ის გამოვლენის სიხშირე შედარებით მაღალია აშშ და ევროპაში, ასევე მაღალია ქლლ-ის გამოვლენის სიხშირე საქართველოში ლეიკემიით დაავადებულთა შორის. საინტერესოა, ის ფაქტი, რომ შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებში (იაპონია,კორეა, ჩინეთი) მისი გავრცელების სიხშირე 5%-ს არ აღემატება, თუმცა ჯერჯერობით არ არსებობს ამ ეპიდემიოლოგიური განსხვავებების ახსნა. თოლლ-მსგავსი რეცეპტორები (თმრ) მიეკუთვნება მიკროგარემოს ფაქტორების გამომცნობი რეცეპტორების ჯგუფს, არსებობს მოსაზრება, რომ ქლლ უჯრედების მიერ თოლლის-მსგავსი რეცეპტორების საშუალებით მიკროგარემოსგან მიღებულ სიგნალებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ ლეიკემიური კლონების ექსპანსიას in vivo : ლიმფურ კვანძებსა და ძვლისტვინში ე.წ. “პროლიფერაციულ ცენტრებში” (PC): CD180/RP105; TLR9 ასევე TLR1/2 და TLR2/6 . შესაბამისად, СD180–ის ლიგანდებს, როგორც ხსნადს, ასევე ზედაპირულს, “პროლიფერაციულ ცენტრებში” შეუძლიათ შეასრულონ კოსტიმულატორული მოლეკულების ფუნქცია СD40/СD40L-თან და ციტოკინებთან ერთად, რათა ხელი შეუწყონ ქლლ უჯრედების ექსპანსიასა და გადარჩენას. დაავადების მკურნალობის შესარჩევად მეტად მნიშვნელოვანია, როგორც ზემოთ აღნიშნული ანტიგენის იდენტიფიცირება, ასევე ქლლ უჯრედებში არსებული პრო-გადარჩენის სასიგნალო გზების შესწავლა. ცნობილია, რომ CD180/RP105 თმრ ჰეტეროგენულად არის ექპრესირებული დაახლოებით 60% ქლლ უჯრედებზე. ასევე დავადგინეთ, რომ CD180 რეცეპტორის შებოჭვას შეიძლება მოჰყვეს სიგნალის გადაცემის დიქოტომია: მან შეიძლება გამოიწვიოს როგორც პრო-გადარჩენიდან/ანტი-აპოპტოზური BTK/PI3K/AKT სასიგნალო გზის ჩართვა, ასევე ალტერნატიული პრო-აპოპტოზური p38MAPK-გაშუალებული სასიგნალო გზა. ამდენად, CD180-ის სასიგნალო გზის წინასწარი ჩართვა შესაძლებელს ხდის თავიდან იქნას აცილებული ბურ-გაშუალებული პროგადარჩენის სიგნალი, ნაცვლად, გამოიწვიოს ქლლ უჯრედების აპოპტოზი, რაც საშუალებას იძლევა შემუშავდეს ახალი თერაპიული მიდგომები და სტრატეგიები. ქლლ პროგნოზი დაკავშირებულია გენომურ ცვლილებებთან, ცნობილია ქლლ პაციენტების ქრომოსომული დარღვევების ხუთი ძირითადი პროგნოზულ კატეგორია,(+12 ტრისომია, 13q14; del11q23 და დელეცია p53 მე-17 ქრომოსომაში გარკვეული ქრომოსომული აბერაციების რაოდენობის გაზრდასთან ერთად იზრდება პროტეინკინაზების ინჰიბიტორებით მკუნალობისადმი რეზისტენტობა. მოცემული ნაშრომის ფარგლებში იმისათვის, რომ მივაღწიოთ პროტეინკინაზების ინჰიბიტორების გამოყენებით მკურნალობის ოპტიმიზაციას, ჩვენ დეტალურად შევისწავლით ქლლ უჯრედებში როგორ კორელირებს CD180-ის სასიგნალო გზები, პროტეინკინაზების იჰიბიტორების (PK) მიმართ, ქრომოსომულ აბერაციებთან (13q14; del11q23;) კლინიკურ და ფენოტიპურ ცვლილებებსა და დაავადების გამოსავალთან. PK ინჰიბიტორების მიმართ მგრძნობელობის დასადგენად შეფასდება CD180-ის გავლენა sIgMით და sIgG გაშუალებულ სასიგნალო გზებთან.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com