ავტორიზაცია
მძლავრი ეკრანირებული ელექტრული სისტემებიდან ელექტრომაგნიტური ველის გამოსხივების მოდელირება
ავტორი: გიორგი კაპანაძესაკვანძო სიტყვები: ელექტრომაგნიტური თავსებადობა, მოდელირება, ეკრანირებული სისტემები
ანოტაცია:
თანამედროვე საავტომობილო წარმოებაში ჰიბრიდული და ელექტრო ავტომობილების განვითარება დამოკიდებულია წარმოებაში გამოყენებული ელექტრონიკის საიმედოობასა და ოპტიმალურ ღირებულებაზე. მაღალი სიმძლავრის მოდულები როგორიცაა ინვერტერი, ძაბვის გარდამქმნელი და დამტენი მოწყობილობა მარგი ქმედების კოეფიციენტის გაზრდის მიზნით მუშაობენ იმპულსურ რეჟიმებში. ასეთი მოდულების დიზაინის დროს ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა არის ელექტრომაგნიტური თავსებადობა, რათა უზრუნველყოფილი იყოს ადამიანების უსაფრთხოება და სხვა ელექტრონული სისტემების შეუფერხებელი მუშაობა. ელექტრომაგნიტური გამოსხივების შესამცირებლად საჭირო არის სწორად გამოვიყენოთ ეკრანირების და დამიწების პრინციპები. ოპტიმალურ ეკრანირებას მოითხოვს როგორც აქტიური მოდულები ასევე მათი შემაერთებელი კაბელები. დიპლომის ერთ-ერთი მიზანია საავტომობილო მაღალი ძაბვის კაბელის ეკრანირების მახასიათებლის გადაცემითი იმპედანსის გაზომვა და შესაბამისი ანალიტიკური მოდელის შერჩევა. დიპლომში განხილული შემდეგი მნიშვნელოვანი ამაცანაა ეკრანირებული სისტემების დამიწებასთან დაკავშირებული რეზონანსული ეფექტების გამოკვლევა. გამოსხივებული ველები და მათი ურთიერთქმედება ახლომდებარე კაბელებთან გაზომილია სპეციალურად შემუშავებული ლაბორატორიული დანადგარის მეშვეობით. კომპიუტერული მოდელირება საშუალებას გვაძლევს გავაანალიზოთ დამიწების იმპედანსის ბუნება და მისი გავლენა. სადიპლომო ნაშრომში მოყვანილია მოდელირების მეთოდების და თავად მოდელების დეტალური აღწერა. მოდელირების შედეგები შედარებულია გაზომვებთან დამიწების სხვადასხვა კონფიგურაციისთვის.