ავტორიზაცია
არაწრფივი ეფექტების მოდელირება მძლავრი ქსელური ფილტრების ინდუქტიური კომპონენტების ფერომაგნიტურ გულარებში
ავტორი: დავით იმნაძეანოტაცია:
თანამედროვე ელექტრონული მოწყობილობების უმეტესობაში გამოიყენება იმპულსური კვების წყაროები, რომლებიც თავისი მუშაობის პრინციპიდან გამომდინარე ქმნიან მაღალი დონის ხელშეშლებს. ამიტომ აქტუალური გახდა ელექტრონული ფილტრების მოდელირება და ოპტიმიზაცია. სადიპლომო სამუშაოს მიზანია შევისწავლოთ არაწრფივი ეფექტების მოდელირების შესაძლებლობა, მძლავრი ქსელური ფილტრების ინდუქტიური კომპონენტების ფერომაგნიტურ გულარებში. შემუშავდა დანადგარი და მეთოდი, რომელიც საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ ტოროიდალური გულარის, მაგნიტური შეღწევადობის ველზე დამოკიდებულების სიდიდე. ასევე შემუშავდა მეორე დანადგარი, რომლითაც შესაძლებელი გახდა ფილტრის გაზომვა აქტიურ რეჟიმში, სხვადასხვა მუშა დენების დროს. გაზომვებისა და მოდელირების შედეგების შედარებისა და ანალიზის შედეგად შემუშავდა მეთოდოლოგია რომელიც მაღალი დენების შემთხვევაში ფილტრის ქცევის პროგნოზირების საშუალებას მოგვცემს.