ავტორიზაცია
შებრუნებული დინამოს მექანიზმი კომპაქტური ობიექტების გადაგვარებულ ელექტრონულ-იონურ გარე-შრეში
ავტორი: ქეთევან კოტორაშვილისაკვანძო სიტყვები: შებრუნებული დინამოს მექანიზმი, კომპაქტური ობიექტი, თეთრი ჯუჯა
ანოტაცია:
ნაშრომში განხილულია მაგნიტო-სითხური ბმის დროს ორსითხოვან (გადაგვარებული ელეტრონების და კლასიკური იონების) პლაზმაში მსხვილ-მასშტაბიანი სიჩქარისა და მაგნიტური ველების გენერაცია/აჩქარების შესწავლა შებრუნებული დინამოს მექანიზმით. ამისთვის ჩვენ ჩავწერეთ შესაბამისი დინამიური განტოლებები [მუხტის შენახვა, ნივთიერების შენახვა, იმპულსის შენახვა, მდგომარეობის განტოლება. ფონურ მდგომარეობად განვიხილეთ ბელტრამი-ბერნულის წონასწორული მდგომარეობები ორი სითხისათვის გადაგვარებული ელექტრონებით. ეს ამოცანა განვიხილეთ კომპაქტური ობიექტის გარე შრისთვის (თეთრი ჯუჯის ატმოსფეროსათვის), გავითვალისწინეთ კლასიკური გრავიტაცია, რაც გამართლებულია თეთრი ჯუჯა ვარსკვლავის შემთხვევაში. იმის გამო, რომ კომპაქტური ობიექტისათვის ბერნულისა და ბელტრამის პირობები განსხვავდება კლასიკური შემთხვევისაგან სწორედ დიდი სიმკვრივით მოდიფიცირებული (გადაგვარებული) ეფექტური მასის გამო ელექტრონული სითხისათვის გავითვალისწინეთ სიმკვრივის არაერთგვაროვნება. ჩავწერეთ ჩაკეტილი განტოლებები შებრუნებული დინამოსთვის და ბერნულის პირობაში გავითვალისწინეთ გადაგვარების ეფექტები. აგებული მოდელის მეშვეობით შევისწვლეთ კომპაქტური ობიექტების გარე შრეში / ატმოსფეროში სიჩქარისა და მაგნიტური ველების გენერირება/გაძლიერება. სამომავლოდ ვგეგმავთ რიცხვით თვლებს და მიღებული შედეგების შედარებას წონასწორული ანალიზის შედეგებთან.