ავტორიზაცია
პროპილტრიფტორძმარმჟავას ეთერული ჯგუფების შემცველი პოლიმერ ელექტროლიტური მემბრანები
ავტორი: ლექსო ტლაშაძესაკვანძო სიტყვები: პოლიმერ ელექტროლიტები, მემბრანები
ანოტაცია:
დღეისათვის ენერგიის შენახვისა და გარდაქმნის ახალი ეფექტური მეთოდების განვითარება წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად მნიშვნელოვან პრობლემას. ამიტომ, დაბალი ღირებულების, ადვილად მისაღები, ხანგრძლივი მოხმარების, მაღალი სიმკვრივის ენერგიის შესანახი ელემენტების და სხვა ტიპის მოწყობილობების განვითარება მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. მყარი პოლიმერელექტროლიტები წარმოადგენენ მასალებს, რომლებიც გამოიყენება როგორც იონგამტარები აღნიშნულ ხელსაწყოებში. ლითიუმიონი-პოლიმერი სისტემის ელემენტებში ისინი წარმოადგენენ გამყოფებს, რომლებშიც ხდება ლითიუმის იონის გადატანა ანოდიდან კათოდისაკენ განმუხტვისას და პირიქით. ისინი წარმოადგენენ საინტერესო მყარ მასალებს იმ კუთხით, რომ იონებს აქვთ უნარი გაიარონ მათ შორის როგორც სითხეებში. ლითიუმის ელემენტებში მყარი პოლიმერულ–მემბრანული ელექტროლიტების კვლევის მიზნით ჩვენ ვახდენდით ოლიგომერების სინთეზს სინთეზის ტრადიციული მეთოდების გამოყენებით. გარდა ამისა ჩატარებული იქნა: 1) საწყისი ორგანო ციკლოტეტრასილოქსანური მონომერების სინთეზი ერთიდაიგივე ან განსხვავებული ჯგუფებით სილიციუმის ატომთან 2.4.6.8-ტეტრაჰიდრო-2.4.6.8-ტეტრამეთილციკლოტეტ-რასილოქსანის ჰიდროსილილირების რეაქციებით ელექტროდონორული ჯგუფების შემცველ ნაერთებთან; 2) მიღებული ციკლური ნაერთების პოლიმერიზაციის და თანა-პოლიმერიზაციის რეაქციები.