ავტორიზაცია
ნაკადის პოზიციის მონიტორინგი ამაჩქარებელზე როგოვსკის კოჭის გამოყენებით
ავტორი: დიტო შერგელაშვილისაკვანძო სიტყვები: ამაჩქარებელი, ნაკადის პოზიცია, როგოვსკის კოჭა
ანოტაცია:
მეცნიერული თვალსაზრისით ბუნების ერთ-ერთ გადაუჭრელ ამოცანას წარმოადგენს სამყაროში ჩვენი არსებობის ფაქტის ახსნა. დიდი აფეთქების დროს მატერია და ანტიმატერია თანაბარი რაოდენობით გაჩნდა. მატერიისა და ანტიმატერიის ანიჰილაციის შედეგად წარმოიქმნება ფოტონები, რაც თავის მხრივ ისევ მატერიისა და ანტიმატერიის წყარო ხდება. ასეთ ვითარებაში იბადება კითხვა, თუ რატომ არსებობს სამყაროში მხოლოდ მატერია და სად გაქრა ანტიმატერია. სამყაროს ევოლუციის საწყის ეტაპზე გარკვეულ მომენტში გაჩნდა მცირე ასიმეტრია, რომელიც დაახლოებით ერთ მემილიარდედს შეადგენდა, რის შემდეგაც ანიჰილაციის პროცესში ამ ერთი ზედმეტი ნაწილაკის გამო სამყაროში დარჩა მხოლოდ მატერია - ჩვენი სამყარო. მატერიასა და ანატიმატერიას (ნაწილაკსა და ანტილაწილაკს) შორის არსებობს განსხვავება, რომელიც დაიმზირება ზოგიერთი ელემენტარული ნაწილაკის დაშლისას. ეს განსხვავება გამოწვეუია CP სიმეტრიის დარღვევის CPV-ს გამო. ელემენტარული ნაწილაკების პერმანენტული ელექტრული დიპოლური მომენტი (ედმ, დადებითი და უარყოფითი მუხტების განაწილების სიმძიმის ცენტრების სივრცული დაშორების პროპორციული სიდიდე) არღვევს როგორც P სიმეტრიას, ისე დროის შექცევის მიმართ სიმეტრიას (T) და აქედან გამომდინარე CP სიმეტრიას. ეს უკანასკნელი არის სახაროვის ცნობილი სამი პირობიდან ერთ-ერთი, რომელიც აუცილებელია სამყაროში დაკვირვებულ მატერიასა და ანტიმატერიას შორის ასიმეტრიის ასახსნელად. თუ ედმ იქნება აღმოჩენილი, ეს შეიძლება იყოს მინიშნება CP დარღვევის ახალ წყაროზე. იულიხის კვლევითმა ცენტრმა მხარი დაუჭირა უახლესი კონსტრუქციის პრეცეზიული დამაგროვებელი რგოლის გამოყენებით დამუხტული ნაწილაკების (პროტონი, დეიტრონი) ედმ-ის ძიების ახალი იდეას (srEDM). ეს იდეა ემყარება დამაგროვებელ რგოლში ცირკულირებად პოლარიზებული ნაკადის გამოყენებას. არანულოვანი ედმ-ის ძლიერ ელექტრულ ველთან ურთიერთქმედების შედეგად ნაკადის პოლარიზაციის ვექტორი განიცდის მცირე მობრუნებას. srEDM-ის ძირითადი სიახლე არის ეფექტური და მგრძნობიარე პოლარიმეტრიის მეთოდი, რომელიც საშუალებას იძლევა გაზომილ იქნას ნაკადის პოლარიზაციის მიმართულების მცირე ცვლილება. დამუხტული მაწილაკების ელექტრული დიპოლური მომენტის (EDM) მაღალი მგრძნობიარობით შესასწავლად საჭიროა დიდი სიზუსტის დამაგროვებელი რგოლი. შესაბამისად საჭირო გახდა არსებული ამაჩქარებლის სრული ტექნიკური გამჯობესება. მოცემული ნაშრომი აღწერს ერთ-ერთი ტექნიკური საკითხის, ნაკადის პოზიციის მონიტორინგის სისტემის (BPM) გამჯობესების საკითხი. განხილულია არსებული სისტემები, მისი დადებითი და უარყოფითი თვისებები. წარმოდგენილია ახალი სისტემის იდეა და მისი გაანგარიშებები.