ka | en
Company Slogan TODO

MgB2 ზეგამტარის ნიმუშის დამზადება ცხელი დარტყმითი ტალღით დაწნეხვის მეთოდით და მისი თვისებების შესწავლა

ავტორი: საბა გოგინავა
საკვანძო სიტყვები: ზეგამტარი, დარტყმითი ტალღა, მაგნიტური მომენტი, წინაღობა
ანოტაცია:

ნაშრომში განხილულია MgB2 ის მიღების მეთოდი და გაზომილია ნიმუშის ძირითადი მახასიათებელი პარამეტრები .MgB2 ნიმუში დამზადდა ახალი ინოვაციური მეთოდით რომელსაც ეწოდება ცხელი დარტყმითი ტალღით დაწნეხვა Hot Shock-Wave Consolidation (HSWC). დარტყმითი ტალღით ან აფეთქებით დაწნეხა დაკავშირებულია აფეთქების შედეგად წარმოქმნილი წნევის ტალღის სწრაფად გავლაზე საწყის მასალაში. დარტყმითი ტალღით დაწნეხის განმავლობაში, წნევის ტალღა სწრაფად გაივლის მასალას, იწვევს ნაწილაკ-ნაწილაკის ხახუნით გამოწვეული შიდა ტემპერატურის ზრდას, რასაც მოყვება სწრაფი გაცივება. უპირატესობა იმაში მდგომარეობს,რომ ტრაიციული მეთოდისაგან განსხვავებით არ საჭიროებს ათეულობით საათს და შესაძლებელია საჭირო ნიმუშის მიღება დროის მცირე მონაკვეთში. მოცემული ნიმუშისათვის გაიზომა მაგნიტური მომენტის და წინაღობის ტემპერატურაზე დამოკიდებულებები.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com