ავტორიზაცია
Wnt სასიგნალო გზა და მასთან დაკავშირებული დაავადებები
ავტორი: მარიამ შენგელიასაკვანძო სიტყვები: Wnt სასიგნალო გზა, Wnt ცილები, ტეტრაამელიის სინდრომი, ოჯახური ექსუდაციური ვიტრეორეტინოპათია
ანოტაცია:
Wnt სასიგნალო გზა წარმოადგენს ევოლუციურად უძველეს გზას, რომელიც არეგულირებს უჯრედების ბედის დეტერმინაციას, მათ მიგრაციას, პოლარობას, ნეიროგენეზსა და ორგანოგენეზს ემბრიონალური განვითარების დროს. იგი შედგება მრავალი კომპონენტისაგან და მათ შემადგენელი Wnt ცილები წარმოადგენს გლიკოპროტეინებს, რომლებიც სიგნალის ტრანსდუქციისას ძირითადად უკავშირდებიან Fz რეცეპტორს და რთავენ კანონიკურ ანუ Wnt / β-კათენინ დამოკიდებული გზას ან უკავშირდებიან LRP - რეცეპტორს და ააქტიურებენ Wnt / β-კათენინ დამოუკიდებული მექანიზმს, რომელიც, თავის მხრივ, შეიძლება იყოს პლანარული ან Ca2+ სასიგნალო გზები. Wnt ცილები მონაწილეობენ ტრანსკრიფციულ და პოსტტრანსკრიფციულ პროცესებში. აღსანიშნავია, რომ ამ სასიგნალო კასკადის გენების მუტაციები იწვევენ ადამიანებში სხვადასხვა დეფექტებს, კიბოს და ზრდიან დაავადებათა რისკს. თუმცა არსებობს კვლევებიც, რომლებიც ადასტურებენ Wnt სასიგნალო გზის გამოყენებას დაავადებათა თერაპიაში.
მიმაგრებული ფაილები:
Wnt სასიგნალო გზა და მასთან დაკავშირებული დაავადებები [ka]