ავტორიზაცია
მუდმივი გამოსხივების რადარული სენსორების მუშაობის პრინციპი, წრფივი და ბიჯური სიხშირული მოდულაცის გამოყენებით
ავტორი: ბადრი ხვიტიასაკვანძო სიტყვები: მუდმივი გამოსხივების სიხშირულად მოდულირებული რადარები, საავტომობილო რადარები.
ანოტაცია:
აბსტრაქტი : მუდმივი გამოსხივების სიხშირულად მოდულირებული რადარების დანიშნულებაა მოახდინონ მიზნამდე მანძილისა და მისი მოძრაობის სიჩქარის დაფიქსირება რეალურ დროში. ასეთი ტიპის რადარები ფართოდ გამოიყენება ავიაციაში და საზღვაო ტრანსპორტში. მუდმივი გამოსხივების სიხშირულად მოდულირებული რადარები ფართოდ გავრცელებული იმპულსური რადარებისაგან განსხვავდებიან იმით, რომ მათ მიერ გამოსხივებული სიმძლავრე მუდმივია სიხშირის ცვლილების მთელ დიაპაზონში. გადაცემული და მიზნიდან არეკვლილი სიგნალის, მიმღებში შერევით მიიღება ახალი დაბალი სიხშირის სიგნალი, რომლის სიხშირის გაზომვის შედეგად შესაძლებელია მიზნამდე მანძილის და მისი სიჩქარის გამოთვლა. სიხშირული მოდულაციისათვის ყველაზე გავრცელებულია მოდულაციის ხერხისებური (სამკუთხა) ფუნქცია. სემინარი ეძღვნება მუდმივი გამოსხივების სიხშირულად მოდულირებული რადარების მიმოხილვას და მოქმედების პრინციპებს.