ავტორიზაცია
ELF ელექტრომაგნიტური გამოსხივების თსუ ქსელის მიმღების მგრძნობიარობის გაზრდა: საკუთარი ხმაურების ბიუჯეტი.
ავტორი: მარიამ ორაგველიძესაკვანძო სიტყვები: ინსტრუმენტული გამაძლიერებლი, ელექტრომაგნიტური გამოსხივების მონიტორინგი.
ანოტაცია:
ელექტრომაგნიტური გამოსხივების მონიტორინგის ქსელის ხელსაწყოს ელექტრული პარამეტრების გაუმჯობესების პროექტი ხორციელდება უკვე არსებული და გამოცდილი პროტოტიპის ეტაპობრივი გაუმჯობესებით. თავდაპირველად შეიქმნა და გამოკვლეულ იქნა ორპოლარული კვების ბლოკი. შემუშავებულია მიმღების სამი მოდიფიკაცია. პირველი- NE5532 ინტეგრალურ გამაძლიერებელზე აწყობილი ინსტრუმენტული გამაძლიერებელი ჩანაცვლდეს LT1167 ინსტრუმენტული გამაძლიერებლით. მეორე - ინსტრუმენტული გამაძლიერებლის ბლოკი შექმნას LT6018 ულტრადაბალხმაურიანი ოპერაციული და LT6375 დიფერენციალური გამაძლიერებლით და მესამე ინსტრუმენტული გამაძლიერებელი მხოლოდ LT6018-ის გამოყენებით. საჭიროა სამივე მოდიფიკაციის შედარება , დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება, რათა შეგვეძლოს სხვადასხვა პირობის , მოვლენების დაკვირვება. პირველი პროტოტიპი გამოიყენება ქალაქისა და ინდუსტრიული ხმაურების პირობებში ელექტროეკოლოგიური და მიწისძვრების წინამორბედებთან დაკავშირებული ამოცანების გადასაწყვეტად, ასევე განიხილება, როგორც კავკასიის რეგიონში სტუდენტური დაკვირვებითი ქსელის ძირითადი მიმღები. ხოლო მეორესა და მესამეს შორის საუკეთესო ვარიანტი გამოყენებული იქნება დედამიწის ბირთვის საკუთარი რხევების ძირითადი ტონის (დაახლოებით 1სთ) დასაკვირვებლად ხმაურების თვალსაზრისით იდეალურ პირობებში - ინდუსტრიული ხმაურებისაგან თავისუფალ ობსერვატორულ და ექსპედიციურ პირობებში საქართველოს ტერიტორიაზე და ბულგარეთის ანტარქტიკულ ექსპედიციაში.