ka | en
Company Slogan TODO

ფაზი აგრეგირების ოპერატორები გადაწყვეტილების მიღების პრობლემატიკაში

ავტორი: გვანცა წულაია
საკვანძო სიტყვები: აგრეგირების OWA-ს ტიპის ოპერატორები; ფაზი–განუზღვრელობის ზომები; MADM;
ანოტაცია:

გადაწყვეტილების მიღების აგრეგირების ინსტრუმენტებიდან გამორჩეულია ე.წ. OWA-ს ტიპის ოპერატორები, რომლებიც კლასიკურ ვარიანტში აგრეგირებას უკეთებენ ობიექტურ განუზღვრელ, ალბათურ გარემოს. შესწავლილია გადაწყვეტილების მიღების აგრეგირების ოპერატორები და მასთან დაკავშირებული თანამედროვე სამეცნიერო ლიტერატურა. აქცენტი კეთდება OWA-ს ტიპის აგრეგირების ოპერატორზე და მათ განზოგადოებებზე განუზღვრელ გარემოში, როდესაც საექსპერტო ინფორმაციის უზუსტობა წარმოდგენილია ფაზი-სიდიდეებით, ხოლო განუზღვრელობის ზომად კი აღებულია მონოტონური ფაზი ზომები. აგებულია OWA-ს ტიპის აგრეგირების ოპერატორების ისეთი ინფორმაციული ზომები, როგორიცაა ORNESS, BALANS, DEV, ENT და სხვა. შესწავლილია ასევე მათი ანალიზური თვისებები და გამოიყოფა მათი გამოყენებების ასპექტები. ნაშრომი შექმნილია სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის პირველი კოლოკვიუმის კრედიტების მოპოვების მიზნით. განიხილება სადოქტორო პროექტის ირგვლივ საკვლევი ამოცანის პრობლემატიკის მიმოხილვითი საკითხები, ისეთ საბაზისო თემებზე როგორიცაა: გადაწყვეტილების მიღების აგრეგირების ოპერატორები; გადაწყვეტილების მიღების OWA-ს ტიპის ოპერატორები და მათი განზოგადოებები. საილუსტრაციოდ წარმოდგენილია საინტერესო გადაწყვეტილების მიღების ამოცანა, რომელიც დაფუძნებულია ფაზი აგრეგირების ოპერატორების გამოყენებაზე.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com