ka | en
Company Slogan TODO

ახალი ქირალური სულფოქსიდების ენანტიომერების დაყოფის თავისებურებანი ქლორშემცველი პოლისაქარიდული ქირალური სტაციონარული ფაზების გამოყენებით

ავტორი: მარი-ლუიზა კონჯარია
თანაავტორები: ბეჟან ჭანკვეტაძე
საკვანძო სიტყვები: სულფოქსიდები, ენანტიომერები, ქირალური, სულფიდები, აბრაჰამის სისტემა.
ანოტაცია:

შრომაში წარმოდგენილია ქირალურ სულფოქსიდების სინთეზი და სხვადასხვა ქირალური სულფოქსიდის ენანტიომერების სითხურ ქრომატოგრაფიული დაყოფა პოლისაქარიდული ქირალური სტაციონარული ფაზებისა და პოლარული ორგანული მოძრავი ფაზების გამოყენებით. ეს ქირალური სტაციონარული ფაზები არის ცელულოზას ტრისფენილკარბამატის ტიპის ქლორ ჩანაცვებული მასალები, ძირითადად ცელულოზა 2, ცელულოზა 4 და ცელულოზა 5. გაანალიზებული სულფოქსიდების ძალიან მაღალი ენანტიოსელექტივობის გამო, სტანდარტული 25 სანტიმეტრიანი სვეტებიდან ანალიზის დროის შემცირების მიზნით მუშაობა. გავაგრძელეთ არასტანდარტული ზომის 5 და 10 სანტიმეტრიან სვეტებზე. კვლევის მიზანი იყო შეგვესწავლა რა ზეგავლენას ახდენდა სელექტორისა და სელექტანტის სტრუქტურების თანმიმდევრული ცვლილება ენანტიოსელექტივობაზე. ამ მიზნით ვცვლიდით ასევე გამხსნლის პოლარობასაც. პირველ ეტაპზე გამოვიყენეთ სუფთა მეთანოლი, ხოლო შემდგომ ეთანოლი, იზოპროპანოლი და იზოპროპანოლში დანამატად შევიტანეთ ჰექსანი 10, 20, 30, 40, 50,60, 70, 80, 90 %-ის მოცულობითი თანაფარდობით, ასევე მოძრავ ფაზად შევისწავლეთ აცეტონიტრილიც. მიღებულმა შედეგებმა აჩვენა, რომ ქირალური სულფოქსიდების შემთხვევაში ყველაზე კარგ შედეგებს ენანტიოსელექტივობის თვალსაზრისით ვღებულობთ 2-(3-მეთილბენზილსულფინილ)ბენზამიდისა და ასევე მეტა მდგომარეობაში ბრომის ატომის ჩანაცვლების შემთხვევაში, ხოლო ქლორ- ჩანაცველბული სვეტებიდან ყველაზე კარგი ენანტიოსელექტივობით ხასიათდება ცელულოზა ტრის(3,5-დიქლორფენილკარბამატი)-ის იმობილიზებული ვარიანტი, რადგან დაფენილ სვეტზე მუშაობა, როცა მოძრავ ფაზად ჰექსანს ვიყენებთ, იწვევს სვეტის მწყობრიდან გამოსვლას. ელუენტის ცვლილებით დადგინდა რომ მოძრავი ფაზის პოლარობის შემცირებასთან ერთად შეკავების ფაქტორის რიცხვითი მნიშვნელობა იზრდება. გარდა ამისა შრომაში წარმოდგენილია ციკლური სულფიდების დაჟანგვის მეთოდი და შედეგები გაანალიზებული მაღალეფექტურ სითხურ ქრომატოგრაფზე. გაანალიზებული სულფიდები ცნობილნი არიან როგორც სამკურნალწამლო საშუალებები



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com