ka | en
ავტორიზაცია
სამუშაოს მართვის ავტომატიზირებული სისტემის შემუშავება უნივერსიტეტების საქმიანობისათვის (თსუ-ს მაგალითზე)
ავტორი: თორნიკე გეგეშიძეანოტაცია:
წარმოდგენილი ნაშრომი ეხება საერთაშორისო მობილობაში მონაწილეობის მსურველი უცხოელი სტუდენტებისთვის შექმნილ ახალ სამუშაო სისტემას. აღნიშნული სისტემის შემუშავების აუცილებლობა გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ ვერ ხერხდება ამ კატეგორიის სტუდენტების არსებულ სამუშაო სისტემებში ინგეტრაცია და ამავდროულად ყოველწლიურად იზრდება აღნიშნულ სტუდენტთა რაოდენობა, რამაც მათი მართვა სამუშაო სისტემის გარეშე სხვა მეთოდოლოგიით შეუძლებელი გახადა. სწორედ ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, გადაწყდა, შექმნილიყო ახალი ცალკე მდგომი პლატფორმა, რომლის დანიშნულება კონკრეტულად ამ კატეგორიის სტუდენტების მომსახურება იქნებოდა. ახალი სამუშაო სისტემა საგრძნობლად შეამცირებს თსუ-ს ადამიანური და დროის რესურსის ხარჯვას აღნიშნული კატეგორიის სტუდენტების მართვისა და მომსახურების პროცესში.