ავტორიზაცია
პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების ფრეიმვორკები და მათი გამოყენება ორგანიზაციაში
ავტორი: თეონა რუსიაანოტაცია:
პროგრამული უზრუნველოფის ტესტირება მიშვნელოვანია მრავალი მიზეზის გამო, მისი მეშვეობით ხდება დეფექტების და ხარვეზების აღმოჩენა პროგრამის/ აპლიკაციის შექმნის პროცესში. პროგრამულმა ხარვეზმა შესაძლოა დიდი ზიანი მოუტანოს კომპანიის საქმიანობას, რაც იქნება აღმოსაფხვრელად ძვირადღირებული. გამომდინარე აქედან კარგად დაგეგემილი და წარმოებული ტესტირება უმნიშვნელოვანესია. მრავალი მსხვილი კომპანია უკვე დიდი ხანია მიმართავს ტესტირების პროცესს, სხვადასხვა მეთოდის, ტექნოლოგიის გამოყენებით. თუმცა, ბევრი მათგანი მიმართავს მოძველებულ მეთოდებს, რაც ხშირ შემთხვევაში დიდ ძალისხმევას მოითხოვს და შედეგი არც თუ ისე სანდოა. ჩემი ნაშრომის მიზანია, გაგაცნოთ თუ რამდენად დიდ როლს თამაშობს კარგად დაგეგმილი და შესრულებული ტესტირბა ორგანიაციების საქმიანობაში, რომელი ტექნოლოგიებია ყველაზე სანდო, მოქნილი და რა შემთხვევაშია მათი გამოყენება მიზანშეწონილი.