ka | en
Company Slogan TODO

მაღალტემპერატული ზეგამტარის YBCO-ს მიღება ფოტოსტიმულირებული მეთოდით და კვლევა

ავტორი: ბაია გელაშვილი
საკვანძო სიტყვები: ზეგამტარი, ზეგამტარობა, კონდენსირებული
ანოტაცია:

ზეგამტარობა არის მაკროსკოპული სხეულის მდგომარეობა, როდესაც მასში ელექტრული დენი გადის წინაღობის გარეშე. ზეგამტარის საშუალებით ელექტრული ენერგიის გადაცემა შესაძლებელია ფაქტობრივად დანაკარგების გარეშე, ამიტომ მას დიდი პრაქტიკული გამოყენება აქვს. ნივთიერების ზეგამტარულ მდგომარეობაში გადასვლა ხდება ძალიან დაბალ ტემპერატურაზე. ტიპური ლითონის კრიტიკული ტემპერატურა არის აბსოლუტურ ნულთან ახლოს. მაგალითად, ვერცხლისწყლის გადასვლის ტემპერატურაა 4.2 K, ტყვიის 7.2 K, ნიობიუმის 9.3 K და ა.შ. ამიტომ დიდ ინტერესს იწვევს ეგრეთწოდებული, მაღალტემპერატურული ზეგამტარები, რომელთა გადასვლის ტემპერატურა 35 კელვინიდან იწყება. რადგან ზეგამტარებს დიდი პრაქტიკული გამოყენება აქვთ, მათზე მოთხოვნა ძალიან დიდია. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია მათი მიღების მეთოდების გაუმჯობესება. ჩვენი კვლევის ობიექტი - YBa2Cu3O7 მიეკუთვნება მაღალტემპერატურული ზეგამტარების კლასს, რომლის კრიტიკული ტემპერატურაა Tc=93K. კვლევის მიზანი იყო YBa2Cu3O7 მაღალტემპერატურული ზეგამტარის დამზადების ახალი, სწრაფი, ოპტიკური გამოწვის მეთოდის შესწავლა და დახვეწა. ამ მეთოდით ზეგამტარების დამზადებას სჭირდება გაცილებით უფრო ნაკლები დრო და რესურსი, ვიდრე სხვა, აქამდე ცნობილ მეთოდებს.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com