ავტორიზაცია
კრიმინალისტიკის ისტორია და თანამედროვე მეთოდოლოგიები
ავტორი: ანა გოგოლაშვილისაკვანძო სიტყვები: კრიმინალისტიკა, კრიმინალისტიკის მეთოდოლოგიები
ანოტაცია:
კრიმინალისტიკის ისტორია 16 საუკუნიდან იწყება, იმ პერიოდიდან, როდესაც სამედიცინო სფეროში მოღვაწე პრაქტიკოსებმა საკუთარი კვლევების წერილობით გადმოცემა დაიწყეს, ხოლო თანამედროვე კრიმინალისტიკას საფუძველი 1909 წელს ჩაეყარა და იგი დღემდე გამოძიების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. დღევანდელი კრიმინალისტიკა მოიცავს სხვადასხვა დისციპლინას და სპეციალისტებს, რომლეთა სპეციალიზაცია მოიცავს დნმ-ის ანალიზიდან დაწყებული მცენარეული ანალიზით დამთავრებული უამრავ მიმართულებას აერთიანებს. იგი მოიცავს ფიზიკის, ქიმიის და ბიოლოგიის მიმართულებებს და წარმოდგენილია, როგორც სამართლებრივი სფეროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი. სწორედ კრიმინალისტიკა გვაძლევს საშუალებას მივიღოთ და გამოვიყენოთ ინფორმაცია, რომელსაც ნიბთმტკიცებებისაგან ვითებთ და მათ მიენიჭოს გარკვეული სამართლებრივი დანიშნულება.