ka | en
Company Slogan TODO

თანამედროვე ავტომობილის უსაფრთხოების სისტემების მიმოხილვა და ელექტრომაგნიტური თავსებადობის ტესტების მნიშვნელობა

ავტორი: დიანა ერემიანი
საკვანძო სიტყვები: უსაფრთხოების სისტემები, EMC ტესტები, სტანდარტები
ანოტაცია:

თანამედროვე ავტომობილი აღჭურვილია ბევრი სხვადასხვა დანიშნულების ელექტრონული მოწყობილობით, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის უსაფრთხოებას. საავტომობილო უსაფრთხოების სისტემები გაერთიანებულია ორ ძირითად კატეგორიაში: პასიური და აქტიური უსაფრთხოების სისტემები. აქტიური უსაფრთხოების სისტემების დანიშნულებაა შეჯახების რისკის მინიმუმამდე დაყვანა და უბედური შემთხვევის თავიდან აცილება. ამ კატეგორიის სისტემები ყოველთვის აქტიურ რეჟიმშია. აქტიური უსაფრთხოების სისტემები იმართება მიკროპროცესორებით, რაც საშუალებას იძლევა ერთდროულად გავაკონტროლოდ მრავალი სენსორული მოწყობილობა. აქტიური სისტემების მაგალითებია: ანტი-ბლოკირების სამუხრუჭე სისტემა (ABS – Anti-lock Braking System), ელექტრონული სტაბილურობის კონტროლი (Electronic Stability Control ESC ან Electronic Stability Program ESP), პარკინგ კონტროლის რადარული სისტემა, ადაპტიური კრუიზ-კონტროლი და სხვ. პასიური უსაფრთხოების სისტემებია: უსაფრთხოების ღვედები, უსაფრთხოების ბალიშები და მანქანის კონსტრუქციის მყარი სტრუქტურები. პასიური უსაფრთხოების სისტემები აქტიურდება საგზაო შემთხვევის დროს და ამცირებს უბედური შემთხვევის რისკს. ელექტრონული მოწყობილობები თავიანთი მუშაობის პრინციპიდან გამომდინარე ქმნიან ელექტრომაგნიტურ გამოსხივებასა და ხმაურს მიმყვან მავთულებში , რაც ელექტრომაგნიტური თავსებადობის პრობლემებს ქმნის. ნაშრომში განხილულია პასიური და აქტიური უსაფრთხოების სისტემები და მათი მუშაობის პრინციპები, ელექტრომაგნიტური თავსებადობის ტესტების ჩატარების მნიშვნელობა და რამდენიმე საერთაშორისო სტანდარტი.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com