ავტორიზაცია
სუსტი მჟავა ბუნების ზოგიერთი ქირალური ნაწარმის ენანტიომერების დაყოფის თერმოდინამიკური პარამეტრების შესწავლა CHIRALPAK IG-სა და მის დაფენილ ანალოგზე
ავტორი: მარიამ მაისურაძესაკვანძო სიტყვები: ენანტიომერების დაყოფა, თერმოდინამიკური პარამეტრები, ენანტიომერების ელუირების რიგის ცვლილება, დაფენილი, კოვალენტურად იმობილიზებული
ანოტაცია:
ჩვენი კვლევის მიზანი იყო ენანტიომერების დაყოფის თერმოდინამიკური პარამეტრების შესწავლა მაღალეფექტურ სითხურ ქრომატოგრაფიაში, რაც საშუალებას იძლევა მოცემული ნივთიერებისთვის, მოცემულ სვეტზე წინასწარ განისაზღვროს ანალიზისთვის საჭირო პირობები და მიღწეულ იქნას სასურველი სელექტიურობა და ელუირების რიგი. ამავდროულად, თერმოდინამიკური პარამეტრების შედარება მოვახდინეთ ერთნაირი ქირალური სელექტორის მქონე დაფენილ და იმობილიზებულ სვეტს შორის. ანალიზები ჩატარდა სხვადასხვა ტემპერატურაზე და სხვადასხვა მოძრავი ფაზის გამოყენებით. გაანალიზებული ნივთიერებების დაყოფის ფაქტორის ნატურალური ლოგარითმის დამოკიდებულების გრაფიკის მიხედვით აბსოლუტური ტემპერატურის შებრუნებულ სიდიდეზე, გამოვთვალეთ ადსორბციის ენთალპიისა და ენტროპიის სხვაობათა მნიშვნელობები. შევისწავლეთ ენტოპიულ თუ ენთალპიურ ხასიათს ატარებს მოცემულ სვეტზე ენანტიომერების დაყოფის მექანიზმი და როგორია ტემპერატურის გავლენა შეკავებისა და დაყოფის პროცესებზე. ექსპერიმენტებისთვის შეირჩა რამდენიმე მჟავა ბუნების ნივთიერება, კერძოდ არილპროპიონის მჟავას ნაწარმები, რომლებიც არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალებებია. ამ ჯგუფის წამლები გამოიყენება, როგორც ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები. მათი სტერეოიზომერების დაყოფა მნიშვნელოვანია, რადგან ხშირად მხოლოდ ერთი ენანტიომერი ხასიათდება ფარმაკოლოგიური აქტიურობით, ხოლო მეორე უმოქმედო ან ტოქსიკურიც კი არის.