ავტორიზაცია
დამაგნიტებული ანიზოტროპული ასტროფიზიკური ქარების დინამიკა დისიპაციით
ავტორი: თეონა გოცირიძესაკვანძო სიტყვები: ჰიდროდინამიკური ქარი, იდეალური ანიზოტროპული მაგნიტოჰიდროდინამიკური ქარი, დისიპაციური ანიზოტროპული მოდელი
ანოტაცია:
საბაკალავრო ნაშრომის ფარგლებში განხილულია გაუხშოებული დამაგნიტებული ანიზოტროპული ასტროფიზიკური დინებების თვისებები სტაციონალური ასტროფიზიკური ქარების შემთხვევაში, როდესაც გარემო განიცდის ნელ დისიპაციას. ნაჩვენებია ჰიდროდინამიკური, დამაგნიტებული ორმაგი ადიაბატისა და ბრაგინსკის დისიპაციური მაგნიტოჰიდროდინამიკური მოდელის ამონახსნები. ნაჩვენებია ამონახსნების კლასები, სადაც ქარის გავრცელების მიმართულებით ანიზოტროპიის პარამეტრი შეიძლება იზრდებოდეს, ან მცირდებოდეს. ნაჩვენებია დისიპაციის გავლენა ანიზოტროპიის პარამტრზე. ნაჩვენები ამონახსნები მიგვითითებენ გაფართოებადი დამაგნიტებული დინებების რომელი მოდელები შეიძლება არსებობდნენ სტაციონალურ რეჟიმში წყაროდან დიდი მანძილის დაშორებით, სადაც ისინი დაიკვირვებიან ასტროფიზიკურ ობიექტებში. ნაჩვენებია პარამეტრების ინტერვალები, სადაც ანიზოტროპიის პარამეტრი შეიძლება იზრდებოდეს, რაც გამოიწვევს ლოკალური არამდგრადობების განვითარებას და ქარის საბოლოო დისიპაციას.