ავტორიზაცია
ულტრაიისფერი გამოსხივების ბიოლოგიური ზემოქმედება ცოცხალ ორგანიზმებზე
ავტორი: მარიამ მირიანაშვილიანოტაცია:
ნაშრომი ეხება მზის ულტრაიისფერ გამოსხივებას, კერძოდ ულტრაიისფერი გამოსხივების ბიოლოგიურ ზემოქმედებას ანუ მის მოქმედებას ცოცხალ ორგანიზმებზე, ატმოსფეროსა და დედამიწზე. ნაშრომში გამოყებებულია როგორც ქართული ასევე უცხოური ლიტერატურის სხვადასხვა წყაროები. მასში საუბარია ულტრაიიფერი გამოსხივების წარმოქმნის ბუნებრივ და ტექნიკურ წყაროებზე, მის მავნე ზემოქმედებაზე, დასაშვებ დოზებზე და სხვა მნიშვნელოვან თემებზე. ნაშრომში ასევე განხილულია ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან დაცვის რეკომენდაციები მისი ზემოქმედების პროგნოზები და შედეგები. ასევე საუბარია ისეთ აქტუალურ და მეტად რთულ პრობლემაზე როგორიც არის ოზონის შრის შემცირება რაც დიდ სართხეს უქმნის დედამიწაზე მცხოვრებ ცოცხალ ორგანიზმებს. ნაშრომში ასევე განხილულია მზის მავნე გამოსხივებისგან თავდაცვის რეკომენდაციები და ოზონის შრის შემცირებასთან ბრძოლის ხერხები. საუბარია ასევე იმაზეც თუ რა მიშვნელობა აქვს ოზონის შრეს კაცობრიობის და ზოგადად ცოცხალი ორგანიზმების არსებობისთვის.