ka | en
Company Slogan TODO

ულტრაიისფერი გამოსხივების ბუნებრივი და ტექნოგენური წყაროები

ავტორი: ნინი გადელია
ანოტაცია:

ნაშრომში აღწერილია ის მნიშვნელოვანი მოვლენა როგორიცაა მზის ელექტრომაგნიტური გამოსხივების შემადგენელი ნაწილი, ულტრაიისფერი გამოსხივება, რომლის ძირითად წყაროსაც თავად მზე წარმოადგენს, ისევე როგორც ნებისმიერი ნივთიერება, რომელიც 1000 გრადუს კელვინზე მეტია. მასში განხილულია ულტრაიისფერი გამოსხივების როგორც ბუნებრივი ისე ტექნოგენური წყაროები და ამასთანავე მათი მავნე ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე ან ბუნებრივი და მართვადი ეკოსისტემების შემადგენლობაზე, თვითაღდგენის უნარზე და პროდუქტიულობაზე. აღნიშნული საკითხი ფრიად მნიშვნელოვანი და აქტუალურია, რადგან ის საფრთხეს უქმნის პლანეტა დედამიწაზე სიცოცხლის არსებობას. აღნიშნული საკითხი, რომ უფრო თვალსაჩინო გახდეს თითოეული ჩვენგანისთვის ნაშრომში განხილულია ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დამცავი ალტერნატიული მექანიზმები და მოწყობილობები, ოზონის შრის არსებობის მნიშვნელობა, ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევის მონაცემები, შედეგები, პროგნოზები, განხილულია ყველა საჭირო რეკომენდაცია და სამოქმედო გეგმა.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com