ka | en
ავტორიზაცია
პროტონების მოძრაობა ბიომოლეკულებში
ავტორი: თორნიკე კილაძეანოტაცია:
თანამედროვე მედიცინაში სიმსივნეების მკურნალობისას წარმატებით იყენებენ დასხივებას და ქიმიოთერაპიას, მაგრამ მათი ზოგადი მოქმედების გამო ორგანიზმში დაავადებულ წარმონაქმნებთან ერთად ზიანდება ჯანმრთელი უჯრედებიც, რომლებიც აღარ ექვემდებარებიან ნორმალურ მეტაბოლიზმს. ამდენად მიზანმიმართული მკურნალობის გზების გამოძებნა აუცილებელი საჭიროება ხდება. პროტონული თერაპიის ერთ-ერთი პოპულარობა სწორედ ამ ფაქტორითაა განპირობებული. ნაშრომში წარმოდგენილია სხივური თერაპიის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია და განხილულია პროტონული თერაპიის უპირატესობები სამომავლო პერსპეტივების გათვალისწინებით.