ავტორიზაცია
ნანონაწილაკები მედიცინაში
ავტორი: მიხეილი გუდავასაკვანძო სიტყვები: ნანონაწილაკი
ანოტაცია:
წამლების მიწოდება სამიზნე ქსოვილებთან ორგანელებთან წამლის გადამტანი სხვადასხვა ნანოსისტემების საშუალებით, ფართოდ არის გავრცელებული ახლანდელ დროში. ისინი საშუალებას იძლევიან, რომ გავზარდოთ წამლების სელექტიურობა და ეფექტურობა. ასევე, შევამციროთ გვერდითი ეფექტების გამოვლინება და მინიმუმამდე დავიყვანოთ ან სრულად აღმოვფხვრათ წამლებისგან გამოწვეული ტოქსიურობა. წამლის გადამტანი ნანოსისტემების საშუალებით შესაძლებელია თერაპიული აგენტების მიწოდება დაზიანებულ ქსოვილებთან უცვლელი სახით. მათ მიერ გადაიტანება: ანტისიმსივნური პრეპარატები, ანტიჰიპერტენზიული აგენტები, იმუნომოდულატორები, ჰორმონები, პროტეინები, დნმ, ანტისხეულები და სხვა. წამლების ენკაპსულირებით ზემოაღნიშნულ სუპრამოლეკულურ გადამტანებში, სამიზნე ადგილებში მიწოდებული წამლის კონცენტრაცია იზრდება, ხოლო სხვა ადგილებში, სადაც არაა გათვალისწინებული წამლის მიწოდება, – მცირდება ან საერთოდ არარსებობს. ნანოტექნოლოგია არის გამოყენებით მეცნიერებებსა და უახლეს ტექნოლოგიებზე დაფუძნებული დარგი და მისი მთავარი თემა საკითხის მოლეკულურ დონეზე მართვაა. ნანოტექნოლოგიებს შესწევთ უნარი სულ ცოტა ხანში შეაღწიონ ადამიანის ორგანიზმის ნებისმიერ წერტილში, აიღონ ლოკალურად სადიაგნოსტიკო ინფორმაცია, მიაწოდონ ფარმაკოლოგიური საშუალებები და საუკეთესო შემთხვევაში ადგილზევე აწარმოონ „ნანოქირურგიული“ ოპერაციები. ნანოტექნოლოგიები მომავლის ტექნოლოგიაა, რომლის გამოყენება წარმატებით დაიწყო მედიცინაში და თანდათან უფრო ფართო გავრცელებას პოულობს. ფიზიკისა და ნანოტექნოლოგიების განვითარებამ მიგვიყვანა მაგნიტური ნანონაწილაკების შექმნამდე, რომელიც აქტუალურად გამოიყენება მედიცინაში და იძლევა საშუალებას მაგნიტური ველის მოქმედებით მაგნიტურ ნანო ნაწილაკებში მოთავსებული სამკურნალო პრეპარატები მიზანმიმართულად იქნეს მიყვანილი მაგალითად სიმსივნურ უჯრედებამდე.