ka | en
Company Slogan TODO

მასობრივი განადგურების იარაღი

ავტორი: ელენე გვაზავა
საკვანძო სიტყვები: ქიმიური იარაღი, აკრძალვა, ტოქსიკური
ანოტაცია:

ქიმიური იარაღი არის ბრძოლისათვის განკუთვნილი ქიმიური ნივთიერებები, რომლებსაც ადამიანებისთვის მოაქვს ზიანი ან სიკვდილი. ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის მიხედვით (OPCW), „ქიმიური იარაღი შეიძლება იყოს ყველა ტოქსიკური ქიმიური ნივთიერება ან მისი წარმომქმნელი, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს სიკვდილი, დაზიანება, შრომისუნარიანობის დროებითი დაკარგვა, მგრძნობელობის დარღვევები თავისი ქიმიური მოქმედების შედეგად. დანადგარები, რომლებიც შექმნილია ქიმიური იარაღის გადასატანად, მიუხედავად იმისა, სავსეა ის თუ არა, ითვლება იარაღად.“ 1993 წლის ქიმიური იარაღის კონვენციის მიხედვით (CWC), ქიმიური იარაღის შემუშავება, წარმოება, დაგროვება და გამოყენება იკრძალება, რაც რეგულირებულია ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის მიერ. ის ჰააგში მდებარე დამოუკიდებელი ორგანიზაციია. მიუხედავად ასეთი აკრძალვისა, ქიმიური იარაღის წარმოება, შენახვა და გამოყენება მაინც ხდება სხვადასხვა ქვეყნებში.


მიმაგრებული ფაილები:

მასობრივი განადგურების იარაღი [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com