ka | en
ავტორიზაცია
საკონსტრუქციო ფირფიტების დაპროექტების პროგრამული ძრავის შემუშავება (ციკლურადსიმეტრიული მიდგომა)
ავტორი: დავით ლობჯანიძეანოტაცია:
პროექტში შესწავლილია დრეკადობის ბრტყელი თეორიის ნაწილობრივ უცნობსაზღვრიანი ციკლურად სიმეტრიული ამოცანა ორადბმული სასრულ საზღვრიანი წესიერი სამკუთხედისთვის. მტკიცდება, რომ ხვრელის მქონე ფირფიტებში ტანგენციალური-ნორმალური ძაბვის მაქსიმალური მნიშვნელობის მინიმუმი მიიღწევა ისეთ კონტურებზე, რომლებზეც ეს სიდიდეები მუდმივ მნიშვნელობას ინარჩუნებენ. ამ ამოცანის გადაწყვეტა უზრუნველყოფს უცნობ საზღვარზე ძაბვების ოპტიმალურ განაწილებას უცნობი საზღვრის ფორმის სათანადო შერჩევის გზით. კომპლექსური ანალიზის მეთოდების გამოყენებით, განისაზღვრება საზღვრის უცნობი კონტური და სხეულის დაძაბული მდგომარეობა. წარმოდგენილია რიცხვითი ანალიზი და აგებულია შესაბამისი გრაფიკები.