ავტორიზაცია
მატერიისა და ანტიმატერიის გრავიტაციული ურთიერთქმედების ექსპერიმენტული შესწავლა
ავტორი: გოგიტა პაპალაშვილისაკვანძო სიტყვები: მატერია, ანტიმატერია, გრავიტაცია
ანოტაცია:
პოლ დირაკმა 1928 წელს იწინასწარმეტყველა ანტი ელექტრონის – პოზიტრონის არსებობა. რამდენიმე წლის შემდეგ (1932 წელს) კარლ ანდერსონმა კოსმოსურ სხივებზე გაზური კამერით დაკვირვებისას აღმოაჩინა დირაკის მიერ ნაწინასწარმეტყველები პოზიტრონი. ეს გახლდათ ანტინაწილაკების არსებობის პირველი მტკიცებულება. დროთა განმავლობაში ექსპერიმენტებზე აღმოაჩინეს სხვა ანტინაწილაკებიც, თუმცა იმის გამო, რომ ნაწილაკისა და ანტინაწილაკის შეხვედრისას ისინი ანიჰილირდებიან, მათი შესწავლა რთულია. ამიტომაც ანტიმატერია და მისი თვისებები არ არის სრულად შესწავლილი. მოცემული ნაშრომში განხილულია ანტიმატერიის გრავიტაციული ურთიერთქმედება მატერიასთან. კერძოდ განხილულია AEGIS (Antimatter Experiment: gravity, Interferometry, Spectroscopy) ექსპერიმენტი. მისი მიზანია შექმნას ანტიწყალბადის ატომი და გაზომოს დედამიწაზე მისი თავისუფალი ვარდნის აჩქარება. ნაშრომი აღწერს ხსენებული ექსპერიმენტის ძირითად ეტაპებს.