ავტორიზაცია

პროგრამული უზრუნველყოფისთვის მომხმარებლის სახელმძღვანელოს შემუშავების მეთოდები
ავტორი: მარიამ ხუფაცარიასაკვანძო სიტყვები: მომხმარებლის სახელმძღვანელო, პროგრამული უზრუნველყოფა, სასწავლო პროცესი
ანოტაცია:
პროგრამული უზრუნველყოფისთვის მომხმარებლის სახელმძღვანელოს შემუშავების მეთოდების გამოყენება მეტად მნიშვნელოვანია თანამედროვე მსოფლიოში, მისი აქტუალურობა უფრო და უფრო იზრდება და მეტი მოთხოვნების გათვალისწინებას ითხოვს. იცვლება მსოფლიო, ტექნოლოგიები , იხვეწება , შესაბამისად ამ ტექნოლოგიების მოხმარებაც უნდა გახდეს მარტივი და მუშავდება და იხვეწება ის მეთოდები რომელიც მას გახდის უფრო მარტივს და ხელმისაწვდომს . მოცემული კვლევის მიზანია , რომ ნებისმიერი ასაკის , ეროვნების , ფიზიკური შესაძლებლობების მქონე მომხმარებლისთვის ნებისმიერი თემატიკის პროგრამული უზრუნველყოფა გახდეს მეტად მარტივად გამოყენებადი მომხმარებლის სახელმძღვანელოს გამოყენებით . და ნებისმიერმა მომხმარებელმა დამოუკიდებლად შეძლოს მისი გამოყენება . კვლევაში მოხდა პროგრამული უზრუნველყოფისთვის მომხმარებლის კატეგორიის ანალიზი , რის შემდეგაც დადგინდა რომ ძირითადად უნდა მოხდეს მისი გამოყენება უცხოელი სტუდენტებისა და მათი ხელმძღვანელების მიერ . შედეგად მივიღებთ სახელმძღვანელოს რომელიც მიზანმიმართულია მომხმარებლის კომფორტისკენ , რათა სწორად მოახდინონ პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება საკუთარი მიზნებისთვის . დაიზოგება მომხმარებლის დრო და ენერგია , შესაბამისად პროგრამული უზრუნველყოფაც იქნება მეტად გამოყენებადი და მარტივი . თუმცა , თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების შედეგად , მუდმივად ხდება პროგრამული უზრუნველყოფის დახვეწა , განახლება და განვითარება, შესაბამისად პროგრამული უზრუნველყოფის სახელმძღვანელოც მასთან ერთად უნდა განახლდეს და დაიხვეწოს სტანდარტების შესაბამისად .