ავტორიზაცია
მონაცემთა დამუშავების პროცედურების უზრუნველყოფა
ავტორი: სოფიკო პაპავაძესაკვანძო სიტყვები: მონაცემთა დამუშავება, პროცედურები
ანოტაცია:
ნაშრომში განხილულია მონაცემთა დამუშავების პროცედურების უზრუნველყოფა, მისი შექმნის, შენახვისა და გამოყენების საკითხები. გაანალიზებულია მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველყოფა შენახული პროცედურების გამოყენების შემთხვევაში და შედარებულია მონაცემების დამუშავების სხვა გზებთან. განხილულია პროცედურების გამოყენების არეალი, მისი შესაძლებლობები, ასევე მონაცემთა დამუშავება და მასთან დაკავშირებული გამოწვევები. წარმოდგენილია შენახული პროცედურების შექმნამდე გადასაწყვეტი საკითხები, ასე მოთხოვნის განსაზღვრის ხერხები და წესები. განხილულია სტრუქტურირებული მიმართვების ენა და მოცემულია შენახული პროცედურის ფარგლებში სრულყოფილი მოთხნის შესაქმნელად საჭირო ყველა კომპონენტი, ოპერატორი თუ აგრეგატი. ასევე წარმოდგენილია სპეციალური ტიპის შენახული პროცედურები- ტრიგერების აღწერა. მოყვანილია მაგისტრატურის ნაშრომის ფარგლებში შექმნილი მონაცემთა ბაზის სტრუქტურა, აღწერია ცრილები მისი ატრიბუტებით და წარმოდგენილია ყველა ის შენახული პროცედურა, რომელთა შექმნაც და გამოყენებაც ხდება კონკრეტული დავალების შესასრულებლად.