ka | en
ავტორიზაცია
ერთ პიქსელიანი კამერის მუშაობის პრინციპი
ავტორი: თორნიკე ჭიკაძესაკვანძო სიტყვები: გამოთვლითი კამერა, შეკუმშვითი აღქმადობა, ციფრულ მიკროსკოპული მოწყობილობა
ანოტაცია:
მონაცემების დამუშავების სტატისტიკური მიდგომები საშუალებას იძლევა განვითარდეს ციფრული გამოსახულების მიღების ახალი მეთოდები და მოწყობილობები. გამოსახულების დამუშავების გამოთვლითი რესურსების ზრდის ხარჯზე შესაძლებელია შევამციროთ პიქსელების რაოდენობა მინიმუმ ერთამდე, რითაც შემცირდება სენსორული მატრიცის ღირებულება. დიდი ზომის მგრძნობიარე ელემენტის დამზადების შემთხვევაში გაიზრდება კამერის მგრძნობელობა. სენსორულ მატრიცასთან შედარებით ერთი სენსორის დამზადება ბევრად უფრო მარტივია. მოცემული მიდგომით შედარებით მარტივად მოხდება სხვადასხვა სპექტრულ დიაპაზონში მომუშავე მოწყობილობის მიღება.