ka | en
Company Slogan TODO

სამომხმარებლო ინტერფეისის ვიზუალიზაციის ხერხები და მეთოდები

ავტორი: ნანა დალაქიშვილი
საკვანძო სიტყვები: მომხმარებელი, ინტერფეისი, მომხმარებელზე მორგებული, ვიზუალიზაცია, ვებ-საიტი, ინფორმაცია.
ანოტაცია:

ნაშრომში განხილულია სამომხმარებლო ინტერფეისის ვიზუალიზაციის ხერხები და მეთოდები, მასთან დაკავშირებული პრობლემები. გაანალიზებულია წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრის ოპტიმალური გზები. აღწერილია ის თავისებურებები, რომლებიც გათვალისწინებული უნდა იყოს ესთეტიკურ ინტერფეისში. რეკომენდაციის სახით გამოყენებულია თეორიები, რომელთა ეტაპების დაცვის მიხედვით იქმნება მომხმარებელზე მორგებული, ესთეტიკური სამუშაო სივრცე, ნაშრომში შესწავლილი თეორიების მიხედვით აგებულია სამომხმარებლო ინტერფეისი კონკრეტული საინფორმაციო სისტემისთვის. სამომხმარებლო ინტერფეისი არის მომხმარებელსა და ტექნიკას შორის ურთიერთქმედების სივრცე, იგი მოიცავს სინქრონულად განლაგებულ ვიზუალურ ელემენტებს, რომლებიც მომხმარებელს ეხმარება სასურველი ქმედების შესრულებაში. ესთეტიკური ინტერფეისის დახმარებით მომხმარებელს ეძლევა საშუალება დროის მოკლე პერიოდში მოიძიოს სასურველი ინფორმაცია, გააკეთოს სასურველი ტრანზაქცია, გაგზავნოს ან მიიღოს შეტყობინებები. მოცემულ ინტერფეისს აქვს კომფორტული გარემო ძიებისთვის, რაც მარტივად გამოყენებადს ხდის მას.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com