ka | en
Company Slogan TODO

წამლის შემცველი ნანონაწილაკების თერმული და ოპტიკური თვისებები

ავტორი: რევაზ კაკაბაძე
საკვანძო სიტყვები: ნანოტექნოლოგია, ნანონაწილაკი, წამალი, ვიტამინი ც, თერმული, ოპტიკური, თვისებები
ანოტაცია:

სხვადასხვა დაავადებების მკურნლობის დროს, მიუხედავად იმისა, რომ დაავადების კერები კონკრეტულ ორგანოებზე და ქსოვილებზეა განლაგებული (მაგალითაც ციროზის დროს ღვიძლში), წამალი მთელს სხეულში მეტ-ნაკლებად თანაბრად ნაწილდება სისხლძარღვთა ცირკულაციური სისტემის გამო, ამის გამო საჭიროა დოზის გაზრდა, რაც თავის მხრივ გვერდით ეფექტებსა და უკუჩვენებებს იწვევს. მეორეს მხრივ სისხლის იმუნური სისტემის შემადგენელ კომპონენტებს ახასიათებს გარკვეულ ნაერთა დაშლის თვისება. ამიტომ ზოგიერთი პრეპარატის სისხლში შეყვანა არ არის პერსპექტიული, ვინაიდან პრეპარატი დაიშლება მანამ, სანამ ის მიაღწევს დანიშნულების ადგილას. ამიტომ მკურნალობის ეფექტურად წარმართვისთვის, განსაკუთრებით ისეთი ტოქსიკური წამლების გამოყენებისას, რომლებიც კურნავენ თვით დაავადებას, მაგრამ აზიანებენ სხვა ქსოვილებს, საჭირო გახდა მეცნიერებს შეექმნათ წამლის გადამტანი საშუალებები, რომლებიც დანიშნულების ადგილზე მიტანდა წამალს საჭირო კონცენტრაციით ისე, რომ არ შეეხობოდა სხვა ორგანოებს და დაიცავდა გადასატან ნივთიერებას (წამალს) ფერმენტული ცილების დამანგრეველი მოქმედებისაგან.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com