ავტორიზაცია
საჩხერის მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული ტოპონიმები
ავტორი: სალომე თაბაგარისაკვანძო სიტყვები: ტოპონიმი, ადგილობრივი მოსახლეობა, შესწავლა
ანოტაცია:
გეოგრაფიული ტოპონიმები მრავალ სხვადასხვა ინფორმაციას შეიცავს. ისტორიულ-გეოგრაფიულ ცნობებთან ერთად, ტოპონიმია მნიშვნელოვანი წყაროა ამა თუ იმ ხალხის, ტომის ან სხვა ეთნიკური ჯგუფის პირველსაცხოვრის, მიგრაციის თუ სხვა მნიშვნელოვანი ფაქტის კვალის დასადგენად. სტუდენტური პროექტის ,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ტურისტული ობიექტების გეოგრაფიული კვლევის“ ფარგლებში მოხდა ამ ტოპონიმების მოძიება. ბუნებრივ გარემოში მრავალგვარი ბუნებრივი და კულტურული ძეგლია განლაგებული, რომელიც იქმნება ათასეული წლების განმავლობაში. საჩხერის მუნიციპალიტეტის ბუნება მეტად მრავალფეროვანია, შესაბამისად განსხვავებული და საინტერესოა ამა თუ იმ ობიექტის გეოგრაფიული ტოპონიმები. თითოეული მათგანი მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის კონკრეტული ადგილების შესახებ. აუცილებელია, ამ ტოპონიმების შესწავლა, რაშიც სხვადასხვა წყაროებთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობის როლი მნიშველოვანია.
მიმაგრებული ფაილები:
საჩხერის მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული ტოპონიმები [ka]Geographical toponyms of Sachkhere municipality [en]