ka | en
Company Slogan TODO

არილპროპიონის მჟავას ზოგიერთი ქირალური ნაწარმის ენანტიომერების დაყოფის თავისებურებების შედარება Chiralpak IG-სა და მის დაფენილ ანალოგზე მარალეფექტურ სითხურ ქრომატოგრაფიაში

ავტორი: გვანცა შეყლაშვილი
ანოტაცია:

მოცემული კვლევის მიზანი იყო არილპროპიონის მჟავას ზოგიერთი ნაწარმის ენანტიომერების დაყოფის თავისებურებების შედარება Chiralpak IG-სა და მის დაფენილ ანალოგზე. არილპროპიონის მჟავას ნაწარმები ქირალურ სამკურნალწამლო საშუალებათა რიცხვს მიეკუთვნებიან, ისინი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები არიან, რომლებიც ტკივილის გამაყუჩებლებს წარმოადგენენ. ქირალური სამკურნალწამლო საშუალებების ენანტიომერების ანალიზური და პრეპარატული დაყოფა კი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ამ ენანტიომერებს, როგორც წესი, განსხვავებული ფარმაკოლოგიური და ტოქსიკოლოგიური თვისებები გააჩნიათ. ზემოთ ხსენებული ორი სვეტის ქიმიური შედგენილობა ერთი და იგივეა, Chiralpak IG-ის შემთხვევაში პოლისაქარიდული მასალა კოვალენტურად არის იმობილიზებული სილიკაგელზე, ხოლო დაფენილი სვეტის შემთხვევაში მოცემული მასალა ფიზიკურად არის დაფენილი სარჩულზე. უნდა შეგვედარებინა რამდენად განსხვავდებოდა კოვალენტურად იმობილიზებული და დაფენილი სვეტი ეფექტურობის თვალსაზრისით და რამდენად ინარჩუბებდნენ სტაბილურობას მოძრავი ფაზის კომპონენტების თანაფარდობის ცვლილებისადმი. მოძრავ ფაზად გამოვიყენეთ ჰექსანისა და პოლარული ორგანული კომპონენტის (იზოპროპანოლი, ეთანოლი) ნარევი სხვადასხვა თანაფარდობებით.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com