ავტორიზაცია
უკიდურეს აღმოსავლეთ საქართველოს არიდული რაიონების სწორფრთიანები (Insecta:Orthoptera) დავით გარეჯას ღრმულის ეკოტონთა მაგალითზე
ავტორი: მარიამ ბედუკაძესაკვანძო სიტყვები: სწორფრთიანები, არასრული მეტამორფოზი, გრეგარიანული ფაზა, სეროტონინი
ანოტაცია:
ბიოსფეროს ხმელეთის გარემოში მწერთა ზეკლასი (Insecta) უხერხემლო ცხოველებს შორის ყველაზე წარმატებული ჯგუფია.მწერების წარმატება განაპირობა სამმა ფენომენმა: 1. ატმოსფეროს დაპყრობამ; 2. ცეფალიზაცია (თავი არის გამოყოფილი სხეულის სხვა ნაწილისაგან) 3. სასიცოცხლო ციკლში ჭუპრის ფაზის ფორმირებამ (Holometabola). სწორფრთიანები (Orthoptera), კერძოდ კალიისებრნი (Acrididae) განსაკუთრებულად მრავალფეროვანი ჯგუფია, რომელთაც არ ახასიათებთ ჭუპრის ფაზა (Hemimetabola) ანუ ახასიათებთ არასრული მეტამორფოზი და მიუხედავად ამისა ისინი ისეთი წარმატებულები არიან როგორც მწერთა სხვა რიგები: ქერცლფრთიანები (Lepidoptera), ხეშეშფრთიანები (Coleoptera), ორფრთიანები (Diptera), სიფრიფანაფრთიანები (Hymenoptera) ყველა მათგანისთვის დამახასიათებელია სრული მეტამორფოზი. სასიცოცხლო ციკლში გააჩნიათ კვერცხის, ლარვის, ჭუპრისა და ზრდასრული მწერის სტადიები. სწორფრთიანები კი, როგორც ითქვა, ვითარდებიან უჭუპროდ, კერძოდ სასიცოცხლო ციკლში გააჩნიათ კვერცხის, ლარვისა და ზრდასრული მწერის ფაზები. მდედრი კალია შეწყვილების შემდეგ ნიადაგში თხრის ორმოს კვერცხსადებით და ამ ორმოში დებს კვერცხების გროვას, რომელიც მოთავსებულია წებოვან სუბსტანციაში. განვითარების რამოდენიმე კვირის შემდეგ უმრავლესი სახეობის კვერცხები გადადიან დიაპაუზაში (ჰიბერნაცია), მთელი შემოდგომა და ზამთარი. „დაცემენტებული“ კვერცხების გროვა ნიადაგში ნაკლებად მოწყვლადია გარემოს აბიოტური და ბიოტური ფაქტორების მიმართ, სწორედ ეს არის არსი იმ გარემოებისა, რომ სწორფრთიანები არ გადავიდნენ მწერთა რიგებში ესოდენ დამახასიათებელ ანატომიურ თავისებურებებზე-ჰოლომეტაბოლის გზით განვითარებაზე, ე.ი. კვერცხების საიმედო „დაცემენტებამ“ კომპენსაცია მოახდინა ჭუპრის ფაზისა. სწორფრთიანები როგორც მცენარის მომხმარებლები, რიგ შემთხვევაში, უდიდეს ზიანს აყენებენ აგროცენოზებსა და ბიოცენოზებს ვინაიდან სოლიტარული ფაზიდან, გადადიან ჯოგური ანუ გრეგარიანული ფაზის მდგომარეობაში, რომელიც მწერთა სხვა რიგებისათვის იშვიათი შემთხვევაა. მწერების სოლიტარული ანუ ერთეული ფაზიდან ჯოგურ ფაზაში გადასვლას განაპირობებს ჰორმონი (სეროტონინი).გამოყოფილი ჰორმონი წარმოადგენს ინიციაციის ფაქტორს და შედეგად მწერი ცვლის ქცევას და გადადის გრეგარიანულ ფაზაში. უზარმაზარ აგრეგაციულ ჯგუფებში ვხვდებით მილიონობით კალიას, რომლებიც გადაჭიმულნი არიან ასობით კილომეტრზე და ანადგურებენ ყოველივე მწვანეს. ჩვენს დაკვირვებებს ადგილი ჰქონდა აღმოსავლეთ საქართველოს არიდულ რაიონებში კერძოდ დავით გარეჯას ღრმულში. მოპოვებულია 42 ეგზემპლარი 3-4 სახეობიდან, მათ შორის იტალიური კალია, რომელიც რიგ წლებში ამჟღავნებს გრეგარიანულ თვისებას. სამომავლოდ მე ვგეგმავ კალიების ნიმუშების შეგროვებას, მათი ტაქსონომიის განსაზღვრას და შევაფასებ მათ მნიშვნელობას.
მიმაგრებული ფაილები:
უკიდურეს აღმოსავლეთ საქართველოს არიდული რაიონების სწორფრთიანები (Insecta: Orthoptera) დავით გარეჯას ღრმულის ეკოტონთა მაგალითზე [ka]