ka | en
Company Slogan TODO

ტემპერატურის და გამხსნელის გავლენა პოლისაქარიდული ქირალური სტაციონალური ფაზების ქირალურ გამოცნობაზე

ავტორი: რომან გიგაური
თანაავტორები: -
საკვანძო სიტყვები: არილპროპიონის მჟავის ნაწარმები, ტემპერატურა, გამხსნელი, ენთალპია, ენტროპია
ანოტაცია:

აღნიშნულ სამაგისტრო ნაშრომში განხილულია სითხური ქრომატოგრაფიის მეთოდით გამოკვლეული არილპროპიონის მჟავის ნაწარმის 4 ენანტიომერის დაყოფის სელექტიურობისა და ტემპერატურის ურთიერთდამოკიდებულება ტემპერატურაზე. გამოყენებული იქნა 1 სტაციონარული ფაზა და 1 მოძრავი ფაზა. ნაშრომის შესრულების მიზანი იყო დაგვედგინა ენანტიომერების დაყოფაზე - ენანტიოსელექტიურ ფაქტორზე (α) თუ რომელი თერმოდინამიკური პარამეტრი - ენთალპია თუ ენტროპია ახდენდა გავლენას. მიღებული ქრომატოგრამებიდან მოვახდინეთ ენანტიოსელექტიური ფაქტორის α-ს გამოთვლა. ამის შემდეგ აიგო ვანტთ-ჰოფის (სელექტიურობის ნატურალური ლოგარითმის (lnα) მრუდი შებრუნებულ აბსოლუტური ტემპერატურის შებრუნებულ მნიშვნელობაზე აზე (1/T) დამოკიდებულების) მრუდი. ვანთ-ჰოფის მრუდის საშუალებით შესაძლებელი გახდა გამოგვეთვალა ენანტიომერული ნარევების ენტროპიებისა და ენთალპიების ცვლილებების სხვაობა და ამის საუძვეელზე შესძლებელი გახდა გვემსჯელა თუ რომელი თერმოდინამიკური პარამეტრი ან პარამეტრები ახდენდნენ ძირითად გავლენას მათ დაყოფაზე.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com