ka | en
Company Slogan TODO

მცხეთის მიდამოების არიდული მეჩხერი ტყეების ფლოროცენოზური კომპლექსის ბოტანიკური მრავალფეროვნება და კონსერვაცია

ავტორი: ენდი მახარაშვილი
საკვანძო სიტყვები: მცხეთა, არიდული მეჩხერი ტყეები, ფლოროცენოზური კომპლექსი, კონსერვაცია
ანოტაცია:

საბაკალავრო ნაშრომში ,,მცხეთის მიდამოების არიდული მეჩხერი ტყეების ფლოროცენოზური კომპლექსის ბოტანიკური მრავლფეროვნება და კონსერვაცია’’ მოცემულია მცხეთის მიდამოების, კერძდ კარსანის ტერიტორიაზე არიდული მეჩხერი ტყის ხეების და ბუჩქების მრავალფეროვნება. კვლევის მიზანს წაემოადგენდა მცხეთის მიდამოების არიდული მეჩხერი ტყეების ფლოროცენეზური კომპლექსის ბოტანიკური მრავალფეროვნების შესწავლა; აღიწერა მცენარეთა სხვადასხვა სახეობები მათ შორის დენდოფლორა, ასევე ბალახოვანი მცენარეები (ადრეული გაზაფხულის ფლორა);კვლევის ობიექტზე გამოვლენილია მძლავრი ანთროპოგენური ზემოქმედების კერები, რის გამოც შემუშავებულია მცენარეულობის აღდგენის რეკომენდაციები.მცხეთის მიდამოების უნიკალური არიდული ტყეების და მისი ფიტოგენოფონდის შესანარჩუნებლად, აუცილებლად უნდა განხორციელდეს in-situ საკონსერვაციო ღონისძიებები, კერძოდ ცალკეული სახეობებისა და მათი პოპულაციების მრავალმხრივი და მრავალჯერადი მონიტორინგი; ჩატარდეს ბიოეკოლოგიური კვლევები, შემუშავდეს საჭირო რეკომენდაციები და საჭიროების შემთხვევაში მოხდეს იშვიათი და სპორადული გავრცელების სახეობათა ex-stu კონსერვაცია.


მიმაგრებული ფაილები:

მცხეთის მიდამოების არიდული მეჩხერი ტყეების ფლოროცენოზური კომპლექსის ბოტანიკური მრავალფეროვნება და კონსერვაცია [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com